30 მარტი, 2017
ყველა მატყუარას 10 განსაკუთრებულობა
მატყუარა ადამიანის გამოსავლენად ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ 10 მახასიათებელზე, რომლებიც ყველა ცბიერი პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი:

1. თავდაჯერებულობა აკლიათ
ტყუილის დახმარებით ადამიანების მიმხრობას ცდილობენ, რადგან საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ. ტყუილით საკუთარ ეგოს ამყარებენ.

2. უყვართ კონტროლი
ადამიანები იტყუებიან, რადგან სხვა ადამიანების ემოციების მართვა სურთ. ასე მათი რეაქციებით მანიპულირებენ.

3. მალავენ საკუთარ გრძნობებს
ისინი არა მარტო სიმართლეს, არამედ ემოციებსაც მალავენ. ფაქტებზე თვალის გასწორება არ შეუძლიათ.

4. შეუძლიათ მოსმენა
სწორედ ასე იღებენ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც სამომავლოდ შეძლებენ.

5. ქარიზმატულები არიან
მატყუარები იღიმიან, თავს გიქნევენ,
თვალებში გიყურებენ და სხეულის ისეთ ჟესტებს იყენებენ, რომლებიც, როგორც წესი ერთგულებასა და მეგობრობაზე მიანიშნებენ.

6. სწრაფი მოფიქრების უნარი აქვთ
დიდხანს ფიქრი, ტყუილს სწრაფად გათქვამს, ამიტომ სწრაფად ფიქრსა და პასუხს მიჩვეულები არიან.

7. სხვებს ადანაშაულებენ
სხვისი დადანაშაულებით, ყურადღების სხვა ადამიანზე გადატანა მარტივია.

8. კარგი მეხსიერება აქვთ
ახსოვთ ყველა წვრილმანი.

9. მალავენ ინფორმაციას
სიმართლის სრულად არ გამჟღავნებაც ტყუილია.

10. აქვთ გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმა
ვიდრე მატყუარას განსჯით, დაფიქრდით რატომ აკეთებს ის ამას. იქნებ, ეს თვითდამცავი რეაქციაა. იქნებ ცუდი შედეგი აშინებს ან საკუთარ დაბნეულობას მალავს?

თუ ეჭვობთ, რომ ახლო მეგობარი ან საყვარელი ადამიანი გატყუებთ, დაელაპარაკეთ მას. სცადეთ გაიგოთ საიდან მოდის პრობლემა, აგრძნობინეთ, რომ თქვენი ნდობა შეუძლია და იქნებ მატყუარა გამოასწოროთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS