29 მარტი, 2017
წვრილმანები, რასაც მამაკაცები ქალში საიდუმლოდ აღმერთებენ
მამაკაცები ამაზე არ საუბრობენ, თუმცა მსგავსი წვრილმანები მათთვის წარმოუდგენლად სასიამოვნოა და მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობა ახლა დაიწყეთ, თუ დიდი ხანია ერთად ხართ.

1. როცა თავს მკერდზე ადებთ
ფილმის ყურებისას ან მძიმე სამუშაო დღის ბოლოს, როცა დივანზე წამოწოლილს ქალი მკერდზე თავს ადებს და ეფერება, მისთვის საუკეთესო განცდაა.

2. როცა შეტყობინებას პირველი წერთ
როცა ქალი მამაკაცს პირველი წერს, ეს მას თავდაჯერებულობას ჰმატებს იმაში, რომ თქვენთან ურთიერთობა უნდა განავითაროს.

3. როცა ეუბნებით, რომ აფასებთ მას
თუ მამაკაცი თქვენი ურთიერთობისთვის ცდილობს, ყოველთვის
კმაყოფილი დარჩება, თუ ამას დააფასებთ. ეს მას სტიმულს მისცემს, მომავალშიც ასე გააგრძელოს.

4. როცა საჭესთან ჯდომისას, თმაზე ეფერებით

5. როცა სოციალურ ქსელში მისით ამაყობთ
ზოგიერთი გოგონა, რა თქმა უნდა, აჭარბებს, მაგრამ თუ მამაკაცი თქვენთვის რაღაცას ეცადა, შეგიძლიათ სოც.ქსელში სხვებსაც გაუზიაროთ. ეს აჩვენებს, რომ აფასებთ და გსურთ ეს მსოფლიოს გააგებინოთ.

6. როცა ნამდვილად უსმენთ მათ
უბრალოდ გვერდით დაუჯექით, თვალებში უყურეთ და გულწრფელად ჩაერთეთ საუბარში, რომელიც მისთვისაა საინტერესო. ეს მას თქვენს მზრუნველობას აჩვენებს.

7. როცა მეგობრებთან გართობისას, პარალელურად წერთ შეტყობინებებს
თუ მამაკაცი მშვიდად გიშვებთ მეგობრებთან გასართობად, მისწერეთ მას შეტყობინებები, რომ კარგად ხართ და ის გახსოვთ.

8. როცა გრძნობებს საჯაროდ გამოხატავთ
უბრალოდ ჩაკიდეთ ხელი, ჩაეხუტეთ ან აკოცეთ. აჩვენეთ, რომ მის გვერდით ყოფნით ამაყი ხართ.

9. როცა კოცნის შემდეგ იღიმით
ეს გულწრფელი ემოციაა და ნიშნავს, რომ მისმა კოცნამ ენდროფინების მოზღვავება გამოიწვია.

10. როცა მის ხურმობებზე იცინით
კაცებს მოსწონთ, როცა საყვარელი ქალის გაცინება შეუძლიათ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS