1. თუ ბიჭის ერთგულების შემოწმება გსურს, მიეცი საშუალება ნამდვილი სახე გამოავლინოს
არ ღირს იმაზე ნერვიულობა, თუ ბიჭი გოგოების გარემოცვაშია. ეს საუკეთესო საშუალებაა იმის გამოსავლენად, თუ რამდენადაა ქალების მოყვარული.
2. შენს სახლში საკუთარი წესები გექნება
როცა საკუთარი სახლი გექნება, წვეულებების გამართვას ნაკლებად მოისურვებ.
3. ჭამე ბოსტნეული - სასარგებლოა!
4. არაფერი ინანო
გააკეთე ის, რაც შენ გსურს და ნუ იდარდებ, რას ფიქრობენ
5. ლანგრით არავინ არაფერს მოგართმევს
იშრომე იმისთვის, რაც გსურს.
6. წიგნს ყდის მიხედვით ნუ განსჯი
არასდროს იცი რა გამოიარა ადამიანმა, ვიდრე მის ტყავში არ აღმოჩნდები. და შესაძლოა იმ წყნარმა ბიჭმაც გაგაოცოს, თუ შანსს მიცემ.
7. თუ რაიმე არ მოგწონს, შეცვალე ის
წუწუნი არაფერს გარგებს, უნდა იმოქმედო.
8. არ უნდა განაღვლებდეს, როგორ ცხოვრობენ სხვები
აკეთე ის, რაც გაბედნიერებს და შენს ოცნებებს მიჰყევი.
9. შეგიძლია სასეირნოდ წახვიდე, როცა სამუშაოს მორჩები!
10. ფული ხეზე არ მოდის
ბიუჯეტის შევსება და ფინანსების სწორად მართვა უნდა შეგეძლოს.
11. ყველაფერი კარგი ადვილად რომ მიგვეღო, ყველა კარგად იქნებოდა
მაგრამ კარგისთვის უნდა ეცადო.
12. ბიჭი შენ უნდა დაგდევდეს და არა შენ მას.
13. ცხოვრებაში ყველაფერი მაგალითს გვაძლევს, ცუდიც კი!
14. უსმინე შენს გულს
ის არ მოგატყუებს - როგორც დედა.
15. საკუთარ თავს თავად მოუარე
მიიღე გადაწყვეტილება - შეგეძლოს მოვლენებში გარკვევა.
16. ისწავლე მოსმენა
17. თუ მაკიაჟის გაკეთებას აპირებ, დარწმუნდი, რომ ამის გაკეთება შეგიძლია.
18. თავიც დაგავიწყდებოდა, კისერი რომ არა!
დიახ, ყველაფერი თავის დროზე უნდა გააკეთო და წინასწარ მოამზადო, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ამას დედა აკეთებდა.
ანა გარელი