24 მარტი, 2017
ჭკვიანი ქალის 10 საიდუმლო, რაზეც ჭკვიანი მამაკაცები ოცნებობენ
"ურთიერთობის ფსიქოლოგიის" მიხედვით, გთავაზობთ ქალის 10 საიდუმლოს მამაკაცებისთვის, რომლებმაც ცხოვრება შეიცნეს, შეაფასეს, თუმცა ცვლილებებისთვის ჯერ კიდევ მზად არიან და იმედი არ დაუკარგავთ.

1. თუ ქალმა თქვენ აგირჩიათ და ყურადღებას გითმობთ, ე.ი. თქვენში სწორედ ისაა, რაც მისთვის აუცილებელია, რაც წარსულში არ ჰყოფნიდა.

2. თუ სიყვარულზე დაუფარავად საუბრობს, მაშინ მისი ნდობა შეიძლება, რადგან სიტყვებს "მიყვარხარ" და "გაღმერთებ" უმიზეზოდ არ წარმოსთქვამენ.

3. თუ ქალი ამაზე, ყოველგვარი გარემოების დამოუკიდებლად საუბრობს, ე.ი. გრძნობს, რომ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

4. თუ მზადაა
თქვენს გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეს დაელოდოს, ე.ი. მზადაა თქვენს გვერდით მრავალი წელი გაატაროს.

5. თუ ქალს თქვენთან ყოფნა სურს - ის არასდროს მოისურვებს თქვენს სხვისთვის გაზიარებას.

6. თუ ქალს არ უნდა თქვენი სხვასთან გაზიარება, ის თავადაც ერთგული იქნება.

7. თუ თქვენგან საპასუხო სიყვარულს იგრძნობს, ის თქვენ ვნებას გაჩუქებთ.

8. როცა ქალი ვნებით აღგავსებთ, თქვენ სასწაულებს შეძლებთ, ერთად კი ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.

9. თუ ის მზადაა მუდამ თქვენს გვერდით იყოს, მას თქვენი გაბედნიერება შეუძლია, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში.

10. თუ ქალი მზადაა თქვენი გულისთვის მსხვერპლი გაიღოს, ე.ი. ძალიან გაგიმართლათ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS