20 მარტი, 2017
გიგანტმა მამალმა სოციალური ქსელი შეაშინა
LifesBook_Ceo -ის ნიკით ცნობილმა მიკრობლოგერმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მწვანე საქათმიდან უჩვეულოდ დიდი მამალი გამოდის.

„ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც აღელვებს, თუ რატომ არის ეს მამალი ამდენად დიდი?“ - წერს სოც.ქსელის მომხმარებელი.

მას მხარი აუბა ათასობით გამომწერმა. შედეგად, ვიდეომ 38 ათასზე მეტი მოწონება და 28 ათასი გაზიარება დაიმსახურა.

„ეს დიდი მამალია - ყველაზე საშიში, რაც ცხოვრებაში მინახავს“ - წერენ კომენტარებში.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS