გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუ გოგონა თქვენი ახლო მეგობარია და ამ თემაზე ხშირად საუბრობთ. სხვა შემთხვევაში კი უნდა გესმოდეთ, რომ პასუხი ძალიან პირადული და შესაძლოა გულისამაჩუყებელიც აღმოჩნდეს. ხოლო, თუ ამ თემაზე საუბარს მოსაუბრე თავად გადაწყვეტს, იყავით ტაქტიანი.
2. "გითანაგრძნობ"
შვილის არ ყოლა ბევრი ქალისთვის ტრაგედიას არ წარმოადგენს. ზოგიერთს გააზრებულად არ სურს შვილები და ეს არც ჯანმრთელობის პრობლემას და არც სინანულს უკავშირდება. შესაბამისად, როცა არ იცით ქალის მოტივაცია, ზედმეტს ნუ
3. "ხელოვნური განაყოფიერება გიცდიათ?"
აქ ნებისმიერი რჩევა უადგილოა, რადგან თუ წყვილს შვილის გაჩენა სურს, თავად უკეთ იციან როგორ მოიქცნენ.
4. "შვილები თუ არ გყავთ, როცა მოხუცდებით, ვინ მოგივლით?"
ხანდახან პასუხი შემდეგია: "და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ როცა მოხუცდებით, შვილები მოგივლიან?"
5. "ამდენ თავისუფალ დროს სად კარგავ?"
პირველ რიგში, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ უშვილო მშობლები უსაქმურები არიან, მეორეც- თქვენ არ იცით, თუ რამდენად განიცდის უშვილო ქალი თავის პრობლემას.
6. "გადაიფიქრებ"
ვარიანტები: "არაუშავს, ჯერ კიდევ შეძლებ დედა გახდე"; "არ ინერვიულო, დრო ჯერ კიდევ გაქვს" და ა.შ. მსგავსი საუბარი მიზანშეწონილი არ არის და მთავარი აქ პირადი გადაწყვეტილებაა. თქვენ კი ეს არ გეხებათ, არ უნდა განსაჯოთ.
ანა გარელი