20 მარტი, 2017
რას არ მოითმენენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ქალებში
ზოდიაქოს ყველა ნიშანს გარკვეული თვისებები აქვს, რასაც ხშირად სხვებშიც ეძებენ. მათი ცოდნით ურთიერთობაში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.

მაშ ასე, რას ვერ ეგუებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ქალებში:

ვერძი
ვერძებს არ მოსწონთ ქალები, რომლებსაც თავდაჯერებულობა აკლიათ. თუ მას აზრის გამოთქმის ეშინია ან გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ვერძს ის აღიზიანებს.

კურო
არ უყვარს არაპროგნოზირებადი ქალები. სტაბილურობისკენ ისწრაფვიან და, თუ ქალი სცენარის მიხედვით არ მოქმედებს, კურო თავს საიმედოდ ვერ იგრძნობს.

ტყუპი
ტყუპს არ მოსწონს ქალი, რომელიც არ
არის კომუნიკაბელური. ვერ აიტანს, თუ მათ შეტყობინებებს ან ზარებს არ უპასუხებთ.

კირჩხიბი
არ უყვართ უგრძნობი და გულგრილი ქალები. ისინი ძალიან ემოციური მამაკაცები არიან და თუ ქალს ამაზე რეაქცია არ ექნება, კირჩხიბი მისგან დამალვას ეცდება.

ლომი
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცების დაიგნორება დაუშვებელია. არ უყვართ ქალები, რომლებიც მათ სათანადოდ არ აფასებენ და, თუ ქალი ლომში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, ის მასთან ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტს.

ქალწული
ქალწულ მამაკაცებს არ უყვართ არეულობა. თუ ქალი თავს სათანადოდ არ უვლის ან სახლს არ ალაგებს, მაშინ ის ქალწულს კატეგორიულად არ შეეფერება.

სასწორი
ეს მამაკაცები, ვერ იცხოვრებენ ისეთ ქალებთან, რომლებსაც უყვართ კამათი. სახლში მათ ჰარმონია და სიმშვიდე სჭირდებათ, კოფლიქტზე თავის არიდებას კი ყველანაირად ეცდება. ამიტომ "ისტერიჩკები" არ შეეფერება.

მორიელი
მორიელს ყველაზე მეტად ტყუილი არ უყვარს და, თუ შეგამჩნიათ, რომ სიმართლე სრულად არ გაუმხილეთ, ეს ურთიერთობაში შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს და არასდროს გაპატიებთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს არ მოსწონთ ქალები, რომლებსაც რისკი აშინებთ. თუ სიახლის ცდას, დივანზე წამოწოლას არჩევთ, მაშინ მშვიდლოსნებისთვის გაჩენილი არ ხართ.

თხის რქა
თხის რქისთვის მნიშვნელოვანია ქალს ფულთან სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს. თუ მხარჯველია, ოჯახური ბიუჯეტის მართვა არ შეუძლია და მუდამ ვალები აქვს, თხის რქა მას სწრაფად გაეცლება.

მერწყული
საკმაოდ ლოიალური მამაკაცები არიან, თუმცა შებოჭილი ქალების ატანა არ აქვთ. ისინი მოსაწყენ, კონსერვატულ, გულითა და გონებით ჩაკეტილ ადამიანებად მიაჩნიათ.

თევზები
თევზებს ქალში ეგოიზმი არ მოსწონთ. თუ ქალი ადამიანების ან ცხოველების დასახმარებლად მზად არ არის, თევზი მამაკაცებისთვის მიუღებელია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS