17 მარტი, 2017
5 რამ, რაც ჭამის შემდეგ არასდროს არ უნდა გააკეთოთ
ჭამის შემდეგ ადამიანების უმრავლესობას წამოწოლა, ფილმის ყურება ან უბრალოდ დასვენება სურს, რაც ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.

დღეს გაგაცნობთ 5 ჩვევას, რაც ჭამის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ:

მოწევა
ადამიანებმა კარგად იციან, რამდენად საზიანოა მოწევა, თუმცა ამას მაინც აკეთებენ, მათ შორის ჭამის შემდეგაც.
ძალიან მნიშვნელოვანია ჭამიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოწიოთ, რადგანაც სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს და ამცირებს ჟანგბადს, რაც საჭმლის მონელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ორგანიზმი იმაზე მეტ კანცეროგენს ითავისებს, ვიდრე ჩვეულებრივ. მეტიც, ეს ფილტვებისა და
ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის.

ხილის მირთმევა
ხილის მირთმევისთვის საუკეთესო დრო, ჭამამდე პერიოდია. ხილში შემცველ შაქარს სრულად გათავისებისთვის მეტი დრო სჭირდება. აღსანიშნავია, რომ მშიერ კუჭზე ხილისგან მეტ სარგებელსა და ვიტამინებს მიიღებთ. ჭამის შემდეგ ხილის მირთმევა კი გულძმარვასა და კუჭის გაღიზიანებას გამოიწვევს.

ძილი
თუ ჭამის შემდეგ დაიძინებთ, დისკომფორტი, მუცლის შებერილობა და უძილობა შეგაწუხებთ, რადგან კუჭი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.
შესაბამისად, დაძიანებამდე 2-3 სთ-ის მანძილზე აღარ უნდა ჭამოთ.

შხაპი
ჭამის შემდეგ შხაპი ფეხებსა და ხელებში სისხლისმიმოქცევას ზრდის, კუჭში სისხლის მიწოდებას კი ამცირებს. ეს თქვენს მომნელებელ სისტემას შეასუსტებს და შესაძლოა მუცლის ტკივილიც გამოიწვიოს.

ჩაის დალევა
ჭამის შემდეგ ჩაი არ უნდა დალიოთ, რადგან ხელს შეუშლის რკინის გათავისებას. რკინის ნაკლებობა კი ანემიამდე მიგიყვანთ, დაგიქვეითებთ იმუნიტეტს, იწვევს მკერდის ტკივილს, სისუსტეს, დაღლილობის განცდას, ცივი გაქვთ ფეხები და ხელები.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS