16 მარტი, 2017
8 ნამდვილი სისულელე, რაც განქორწინების შემდეგ არ უნდა გააკეთოთ
იტირეთ, დაიტანჯეთ, ბევრი შოკოლადი ჭამეთ, მაგრამ ეს სისულელეები არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ:

1. ალკოჰოლით მკურნალობა
დაქალების გარემოცვაში ცოტაოდენი სპირტიანი სასმელი არ გაწყენთ, თუმცა მეორე დღეს ინანებთ, არა მარტო ნაბახუსევის გამო, არამედ იმისთვის, რომ ბარმენს ყველაფერი უამბეთ.

2. განშორების შესახებ ბევრს მოუყვეთ
საჭირო არ არის დეპრესიული და ნაღვლიანი სტატუსების წერა. ამ ყველაფერს ღირსეულად უნდა გაუმკლავდეთ.

3. პირველივე შემხვედრთან დაწვეთ
ვიდრე ახალ ურთიერთობას წამოიწყებთ, დარწმუნდით, რომ დაშორებიდან საკმარისი დროა გასული. რადგან სხვაგვა
რად თავს საშინლად იგრძნობთ.

4. მთელი დანაზოგის საყიდლებზე დახარჯვა
შოპინგი, რა თქმა უნდა, კარგი თერაპიაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამის საშუალებას თქვენი დანაზოგი იძლევა. თუ ენდორფინები გჭირდებათ, შოკოლადი გაცილებით იაფია.

5. მიწეროთ ან დაურეკოთ ყოფილს
რა თქმა უნდა, ადრე ერთმანეთს ყველაფერს უზიარებდით და ახლა ინსტიქტურად გიჩნდებათ ამის კეთების სურვილი. თუმცა, სჯობს თავი შეიკავოთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი თავს უკეთ იგრძნობთ.

6. თვალთვალი
ამოშალეთ მეგობრებიდან, რომ თვალში ხშირად არ მოგხვდეთ. რადგან სოც.ქსელში მისი ყოველი მომდევნო აქტივობა გაგაღიზიანებთ. თვალს მოაშორეთ - გულიდან ამოიგდეთ.

7. შურისძიების მცდელობა
ჰო, შესაძლოა მისი შიშველი ფოტოები გაქვთ და იცით მისი მაილის პაროლი, მაგრამ იმას არ ნიშნავს გამოაქვეყნოთ ან პაროლი შეუცვალოთ ან მანქანა დაუკაწროთ.

8. საგნების მსხვრევა
არც იფიქროთ ტელეფონის დამსხვრევა, რადგან ეს ძვირად დაგიჯდებათ. უმჯობესია იაფფასიანი თეფშები შეიძინოთ და სული დაიმშვიდოთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS