16 მარტი, 2017
სუპერ ქალების ჰოროსკოპი
ნებისმიერი ქალი პოტენციური სუპერგმირია, რომელსაც მსოფლიოს ბოროტებისგან ხსნა შეუძლია. მთავარია იცოდეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. გსურს გაიგო რომელი სუპერძალა იმალება შენში?

წაიკითხეთ ჩვენი ჰოროსკოპი

ვერძი - ზენა, მებრძოლთა დედოფალი

Rating

ჭეშმარიტი სუპერგმირია. ვერ იტანს, როცა ვინმე სუსტებსა და უბედურებს ჩაგრავს, რადგან თავად ძლიერი და სამართლიანია. მას ერთი დარტყმით შეუძლია დაგიმსხვიოთ თავის ქალა, კარიერა და რეპუტაცია.


კურო - მისის სმიტი, "მისტერ და მისის სმიტები"

Rating
კუროები სუპერგმირის თვისებებს მალავენ და მოკრძალებულ დიასახლისებად მოაქვთ თავი, რადგან სხვაგვარად მისგან მსოფლიოს
გადარჩენას კვლავ მოითხოვენ. მას კი ყველაზე მეტად "ადიალაში" გახვევა, წიგნის კითხვა და ორცხობილების დაგემოვნება სურს. თუმცა, როგოც კი ვინმე წესრიგს დაარღვევს, ტორტის მოსართავ მოწყობილობებს გამოიღებს, მისგან ავტომატს ააწყობს და ყველას სწრაფად აუხსნის, როგორ უნდა იცხოვრონ და იმუშაონ ისე, რომ საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა სუფევდეს.


ტყუპი - ნატალი კუკი, "ჩარლის ანგელოზები"

Rating
ტყუპი მარტო თავს ვერაფერს გაართმევს და აუცილებლად სჭირდება მეგობრები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მარტო მოსაწყენია, მეორეც იმიტომ, რომ ტყუპისთვის მხარდაჭერა აუცილებელია. მარტო ყოფნის შემთხვევაში საკითხავია, საერთოდ გადარჩება, თუ არა ვინმე.


კირჩხიბი - სარა კონერი, "ტერმინატორი"

Rating
კირჩხიბი დარწმუნებულია, რომ მისი ძალა, მის სისუსტეშია, ამიტომ თავი გმირად არასდროს მოაქვს, ვიდრე მის ოჯახს საფრთხე არ ელის. ხოლო, თუ ელის, მაშინ კირჩხიბი სუპერქალად გადაიქცევა, რომელსაც ნებისმიერი ტერმინატორის განადგურება შეუძლია, შემდეგ კი ყველას არწმუნებს, რომ წარმოდგენა არ აქვს ეს როგორ მოხდა. იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS