16 მარტი, 2017
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
19 მარტს 20 საათზე საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს „ბერი ანდრიას ფონდის“ , სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღნიშნული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო - სასტუმრო „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას.

ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ მიიღებენ სარეაბილიტაციო მომსახურებას. „ბედნიერი სახლი“ ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.

ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მუსიკალური ჯგუფები: ნიაზ დიასამიძე 33ა, ნიკოლშოუ, რეგიონი, Goofy Land, LOUDspeakers, ბანდეროლი, ნიუტონი, ლევან მასპინძელაშვილი და ბენდი, Windows და სხვანი.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

საქველმოქმედოფონდი-„ცხოვრება მშვენიერია”

საიდენტიფიკაციოკოდი:404463567

მის: ქ. თბილისი დ. უზნაძის №4

ტელ:555 16 95 95; 577 200 105

ელ-ფოსტა:lavitaebellageo@hotmail.com

Facebook:https://www.facebook.com/lavitaebellageo

0901200120-საქველმოქმედო ნომერი ყველა მობ.ქსელის აბონენტებისთვის

საბანკორეკვიზიტები:თიბისი ბანკი GE07TB7990636080100005/ საბანკოკოდი: TBCBGE22

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS