ათასობით მამაკაცი გამოიკითხა იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს მასში ვნებას და ქალის მიმართ სიყვარულს. პასუხად კი ქალის მომხიბვლელობის სხვადასხვა ვერსიები მიიღეს, რაზეც აქამდე არ გვსმენია.
ქალი წარმოუდგენლად ნაზია
"ქალები ყოველთვის ისეთი ნაზები არიან. მომწონს თქვენი მუცელი, როგორ ნაზად შეიძლება ჩაიკონო მათი ნაზი მკერდი".
სასიამოვნო სურნელი
"მომწონს ქალის სურნელი. ეს შესანიშნავი მიქსია შამპუნის, სუნამოსა და სხვა დანარჩენი საშუალებების, რასაც აბაზანაში იყენებთ. ქალებს, თითქმის ყოველთვის შესანიშნავი სურნელი ასდით".
დედობრივი ინსტიქტი
"ქალი,
ბიკინიში სექსუალურად გამოიყურებით
"თქვენ შესაძლოა ერთი ბიკინის გამოც შეგიყვარონ, რომელშიც იდეალურად გამოიყურებით, რამდენიც არ უნდა იწუწუნოთ სიმსუქნის გამო".
მოსმენა შეგიძლიათ
"როცა ემოციური პრობლემა მაქვს, მირჩევნია მეგობარ ქალს ვესაუბრო, რადგან ის უკეთ მომისმენს, ვიდრე რომელიმე მამაკაცი მეგობარი. საუკეთესოდ დამეხმარება საკუთარი თავის გარკვევაში".
საწოლში იდეალურად შეგვეფერებით
"ვფიქრობ, ქალის სხეული კაცის სხეულს იდეალურად შეეფერება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კოვზის პოზაში დაწვებით - ეს შესანიშნავია".
არ გეშინიათ ემოციურობისა და ტირილის
"ხანდახან მშურს ქალების, რადგან ემოციების თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ. ტირილი მამაკაცებსაც სურთ, ხანდახან ბავშვივით მოქცევის სურვილიც უჩნდებათ, მაგრამ თავს ვიკავებთ, რაც ძალიან დამღლელია".
თქვენი სხეული მშვენიერია
"თითოეული ქალის სხეული უნიკალური და ძალიან ინდივიდუალურია. უბრალოდ, ყურება როგორ მიდის ქალი ქუჩაში გაცილებით საინტერესო რამაა, ვიდრე მამაკაცებზე დაკვირვება. საქმე თეძოებშია, როგორ ამოძრავებთ მას".
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით საშინლად სექსუალურები ხართ
"არაფერი ამშვენებს თქვენს ფეხებს ისე, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჩვენ ძალიან მოგვწონს ეს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ თან დაბალძირიანი ფეხსაცმელი ატაროთ, რადგან საღამოს თქვენი წუწუნი გამაღიზიანებელია".
პიჟამოშიც შესანიშნავად გამოიყურებით
"მოგვწონს, როცა ქუჩაში გაპრანჭული გადიხართ, მაგრამ არის რაღაც ძალიან სექსუალური, როცა სახლში, უმაკიაჟოდ, პიჟამოში გამოწყობილი ხართ".
ანა გარელი