10 მარტი, 2017
5 რამ, რაც მამაკაცთან ერთად უნდა გააკეთოთ, ვიდრე ცოლად გაჰყვებით
ქორწინება, რა თქმა უნდა, შესანიშნავი რამაა, მაგრამ ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენს რჩეულთან ერთად რამდენიმე რამ უნდა გააკეთოთ, რათა სწორ არჩევანში დარწმუნდეთ.

1. ერთობლივი მოგზაურობა
ერთად მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ საერთო მოგზაურობის სახით მცირე შემოწმებას გაივლით - ამ დროს შესაძლოა სტრესულ სიტუაციებში აღმოჩნდეთ: დაიკარგოთ უცხო ქალაქში, დაკარგოთ სასტუმროს გასაღები ან ფული გაგითავდეთ - საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს და შეძლებთ, თუ არა ყველაფრის მიუხედავად კარგი განწყობით დაბრუნებას.

2. აზრობრივი კონფლიქტი
თუ პარტნიორს ყველაფერში
ეთანხმებით, უკან დაიხიეთ და დაფიქრდით ურთიერთობაზე. კამათი, უთანხმოება და განსხვავებული აზრი ჯანსაღ ურთიერთობაში მნიშნელოვანი საკითხებია. ერთმანეთს ყველაფერში ვერ დაეთანხმებით, ამიტომ კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოთ.

3. მოლოდინების განხილვა
ქორწინებაზე განრკვეული მოლოდინები აუცილებლად გექნებათ, ამიტომ ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამთ მნიშვნელოვანია ეს საკითხი განიხილოთ - ოჯახური ბიუჯეტი, შვილები, სამსახური, საყოფაცხოვრებო მოვალეობები. უნდა იცოდეთ, რას ელის ის თქვენგან და პირიქით.

4. დროის განაწილება
როცა ერთმანეთი გიყვართ, რა თქმა უნდა, ცდილობთ დროის უმეტესი ნაწილი ერთად გაატაროთ, მაგრამ ორივესთვის ასევე მნიშვნელოვანია მეგობრები, ნათესავები. ნუ შეგეშინდებათ დროის ცალ-ცალკე გატარება.
ხოლო თუ არ ენდობით, როცა თქვენს გარეშე ერთობა, ეს უკვე პრობლემაა.

5. სხვასთან ცხოვრება, გარდა თქვენი ოჯახისა
ქორწინებამდე სხვა ოჯახში აღზრდილ ადამიანთან ცხოვრების გამოცდილება გჭირდებათ. აუცილებელი არ არის ეს თქვენი საქმრო იყოს, შეგიძლიათ საერთო საცხოვრებელში ან უბრალოდ მეგობართან ერთად იცხოვროთ. ეს კონფლიქტის გადაჭრას, პასუხისმგებლობების განაწილებას, კომპრომისის გამონახვას, ერთმანეთთან ადაპტირებას გასწავლით. ყველაფერი ეს კი ქორწინებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS