რა თქმა უნდა, ნაკლი ყველა მამაკაცს აქვს, მაგრამ უმჯობესია მათ დადებით თვისებებზე იფიქროთ.
განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი პარტნიორი შემდეგ ჩამონათვალს ამართლებს:
1. ის გენდობათ
თქვენს სიტყვებსა და ქცევებში ეჭვი არ ეპარება.
2. თქვენი ერთგულია
დასამალი არაფერი აქვს. იცით ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
3. იცნობს თქვენს გემოვნებას
იცის რომელია თქვენი საყვარელი შოკოლადი, რომელი ფილმები მოგწონთ და რა გაინტერესებთ.
4. მარტო
წინააღმდეგი არ არის, თუ დაქალებთან ერთად გასეირნება, სალონში წასვლა ან ფილმის მარტო ყურება გსურთ. ესმის, რომ ხანდახან განმარტოება გჭირდებათ.
5. ახსოვს თარიღები
ყოველთვის ახსოვს მნიშვნელოვანი თარიღები და საჩუქრებს გჩუქნით.
6. გეხმარებათ, გახდეთ უკეთესი
ხშირად გაქებთ და თავდაჯერებულობას გმატებთ, როცა სულიერად ეცემით.
7. იცინის თქვენს ხუმრობებზე
მაშინაც კი, თუ სასაცილო არ არის.
8. თქვენი სჯერა
იცის, რომ არ მოატყუებთ.
9. თქვენთან ერთობა
ერთად იცინით და ერთობით.
10. აფასებს თქვენს გრძნობებს
თქვენს ემოციებს ყოველთვის ითვალისწინებს.
11. თავს საყვარელ ქალად გრძნობთ
აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარხართ.
12. თქვენს რთულ ცხოვრებას ამარტივებს
პრობლემების მოგვარების გზებს პოულობს და კონფლიქტებს გარიდებთ.
13. გეხმარებათ სახლის საქმეებში
რეცხავს ჭურჭელს და ბავშვებს შეხსენების გარეშე უვლის.
14. მწუხარების დროს გამშვიდებთ
არ უყვარს, როცა დარდობთ, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობს, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.
15. თქვენს ღიმილს აღმერთებს
და ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად გაგაღიმოთ.
ანა გარელი