08 მარტი, 2017
9 რამ, რაც ყველა ძლიერ ქალს სურს, რომ გესმოდეთ
1. ქალს არ სურს მისი დამოუკიდებელი ხასიათი მარტო ყოფნის სურვილში აგერიოთ

მას თქვენგან თავის შორს დაჭერა არ სურს, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს თავისთვის ინახავს. ცხოვრებას იზიარებთ, თუმცა ყოველი მომენტი საერთო ვერ იქნება. სურს, რომ ეს გესმოდეთ.

2. შენი დახმარება მაშინ დასჭირდება, როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ

ქალი ძლიერია, მაგრამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლია. მას სურს, რომ გესმოდეთ მიუხედავად დამოუკიდებლობისა, მას დახმარება სჭირდება.

3. გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, ვერ აიძულებ რაიმეს გაკეთებას

ის გააკეთეს იმას, რაც შენ გაგაბედნიერებს,
რადგან თავად სურს ეს - უნდა ბედნიერი გნახოს.

4. საკუთარ ცხოვრებაში შენთვის ადგილს არ ათავისუფლებს - შენ უბრალოდ მის ცხოვრებას შეეფერები

5. აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის აკეთებ

შესაძლოა ამაყი და დამოუკიდებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადლიერების გამოხატვა არ შეუძლია, ყველაფრისთვის, რასაც მისთვის აკეთებთ. ის წვრილმანებსაც აფასებს.

6. შენი წარმატებით აღფრთოვანებულია

ის შენს წარმატებას არ უარყოფს და არც საკუთარს ადარებს. თქვენი წარმატება მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი.

7. იცის საკუთარი სისუსტეები, მაგრამ შენთვის მათი ჩვენების ეშინია

ის გამოგიტყდებოდათ საკუთარ სისუსტეებში, მაგრამ განსჯის ეშინია. ამიტომ საკუთარ შესაძლებლობეს გაჩვენებთ, ნაკლზე კი მუშაობს.

8. მაშინაც კი, როცა დაკავებულია, მაინც უყვარხართ

როცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თქვენს გვერდით არ არის, მაშინაც უყვარხართ. როცა ოჯახთან ან მეგობრებთან პრობლემების გამო ემოციურად ჩაკეტილია, მაინც უყვარხართ.

9. ძლიერი ქალებიც კი სოციალურად დაუცველები არიან

ისინი ტირიან, ნანობენ, ეჭვი ეპარებათ, ოცნებობენ. ძალა მათ უგრძნობს არ ხდის. ისინი ადამიანები არიან და სისუსტეებიც აქვთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS