06 მარტი, 2017
8 საშუალება, როგორ გამოდევნოთ ტოქსინები სწრაფად მსხვილი ნაწლავიდან
მსხვილ ნაწლავში დაგროვილი ტოქსინები ორგანიზმს ხელს უშლის სასარგებლო ნივთიერებების გათავისებაში, გიჭირთ გახდომა და ა.შ.

გთავაზობთ 8 ნატურალურ საშუალებას, რომლებიც სწორი ნაწლავის წმენდაში დაგეხმარებათ:

1. დალიეთ ბევრი წყალი
დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 2 ლიტრამდე წყალი. ეს ტოქსინებისგან მარტივად განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

2. ქლიავის წვენი
დალიეთ 225 მლ ქლიავის წვენი საუზმემდე და ამავე რაოდენობის ვახშმის შემდეგ. როცა ტოქსინების დიდი ნაწილისგან განთავისუფლდებით, შეგიძლიათ ქლიავის წვენის რაოდენობა შეამციროთ, რათა ნაწლავი მასზე დამოკიდებული არ გახდეს.

3. მიიღეთ დიდი რაოდენობით ბოჭკოვანი პროდუქტი
ავოკადო
კენკრა
ქოქოსი
ლეღვი
ბამი
კომბოსტო

4. რეგულარულად მიიღეთ ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. რეკომენდებულია ყოველ დილით დალიოთ ლიმონიანი თბილი წყალი.

5. გამოიყენეთ პრობიოტიკები
ბრობიოტიკების დონის ამაღლება შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტების დახმარებით:

იოგურტი; კეფირი; მჟავე კომბოსტო; შავი შოკოლადი; მწნილები.

6. ნებისმიერ კერძს დაუმატეთ სელის თესლი
სელის თესლი შესანიშნავია შვრიასთან, მარცვლეულთან და იოგურტთან. იდეალურია სწორი ნაწლავის წმენდისთვის.

7. წმენდა ვაშლის ძმრით
ვაშლის ძმარი შეიცავს ფერმენტებს, რომელიც პრობიოტიკების დონეს ზრდის.

8. დალიეთ კოჭას ჩაი
კოჭა ორგანიზმს შინაგანად ახურებს. საუკეთესოა, თუ კოჭას ჩაის მოიმზადებთ:

2ჩ.კ. ახლადგახეხილი კოჭა;
1/4 ჩ.კ. კურკუმა;
5 ჭიქა სუფთა წყალი.

ყველა ინგრედიენტი ერთად წამოადუღეთ. შემდგომ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაუმატეთ თაფლი გემოვნებით.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS