1. ''ქალთა დღე" თავდაპირველად 1909 წლის 28 თებერვალს აღინიშნებოდა. აშშ-შიTriangle Shirtwaist-ის საფეიქრო ფაბრიკაში ხანძარს 140 ქალი შეეწირა. სწორედ მათ საპატივცემულოდ აღნიშნეს პირველი ''ქალთა დღე" ოფიციალურად.
2. მეოცე საუკუნეში ქალებმა თავიანთი უფლებებისთვის დემონსტრაციული ბრძოლა დაიწყეს. ისინი მოითხოვდნენ მაღალ ანაზღაურებას და შედარებით მცირე სამუშაო განაკვეთს. 1
3. საბჭოთა კავშირში ''ქალთა დღე" ვლადიმერ ლენინმა დაამკვიდრა, თუმცა ამ დღეს ქალები არ ისვენებდნენ. მხოლოდ 1965 წელს გამოცხადდა რვა მარტი დასვენების დღედ.
4. თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ქალთა დღე ძველ რომშიც აღინიშნებოდა. ამ დღეს ქალები ქმრებისგან აუცილებლად იღებდნენ საჩუქრებს. ხოლო მოახლე ქალები ისვენებდნენ.
5. რას ნიშნავს თქვენთვის რვა მარტი? სხვადასხვა ქვეყანაში გამოკითხვა ჩატარდა. გთავაზობთ შედეგებს: გამოკითხულთა 66%–ის აზრით, რვა მარტი ქალთა დღეა, 30% თვლის, რომ 8 მარტი გაზაფხულის დადგომის პირველი დღესასწაულია, ხოლო 4%-ისთვის არაფერს ნიშნავს.
საჩუქრები, რომლებიც არც ერთ ქალს დატოვებს გულგრილს
1. სუნამო
შებრძანდით მაღაზიაში და სთხოვეთ კონსულტანტს სუნამოს შერჩევაში დაგეხმაროთ. წარმოიდგინეთ საყვარელი ქალი, როგორია ის? ნაზი, დაუცველი და დამყოლი? თუ კი, მას ტკბილი სურნელი შეეფერება. თავდაჯერებული, მიზანდასახული და პრინციპული? მას გრილი სუნამო მოეწონება. ქალების ნაწილს ნეიტრალური ან მწარე სურნელი ურჩევნია. შეგიძლიათ საყვარელ ქალს ხელი ჩაკიდოთ და საყიდლებზე თქვენთან ერთად წაიყვანოთ.
2. ჩანთა
ჩანთის შერჩევისას გაითვალისწინეთ ქალის საყვარელი ფერი და ხასიათი. თუ ქალს თან ''ნახევარი სახლი" დააქვს, დიდი ჩანთა დასჭირდება. თუ მას ჩანთა მხოლოდ მობილურის და ფულის სატარებლად სჭირდება, პატარა ზომის ჩანთაც გაახარებს.
3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ცრურწმენის თანახმად, თუ ქალს ფეხსაცმელს აჩუქებთ, ერთ დღეს ის აუცილებლად წავა თქვენგან. დაფიქრდით, რომელი ქალი მიატოვებს მამაკაცს, რომელიც მაღალქუსლიანებით ანებივრებს? ესეც რომ არა, მაღალქუსლიანებით სირბილი ძნელია და ვერსად გაგექცევათ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჰკითხეთ საყვარელ ქალს რა ზომის ქუსლებზე უღჩევნია სიარული? ყველაზე კომფორტულ ქუსლად 5 სმ ითვლება.
4. პარფიუმერია
მართალია მამაკაცების დიდ ნაწილს არ მოსწონს, როცა ქალი მაკიაჟს ხშირად იკეთებს, მაგრამ თავად ქალებს პარფიუმერიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ! შესაძლოა, ქალმა იშიმშილოს, მაგრამ ტონალურს, ტუშსა და პომადას აუცილებლად შეიძენს. თუ თქვენთვის მნიშნელოვანია საყვარელი ქალის კანი, შეურჩიეთ მას ხარისიხიანი და ძვირადღირებული პარფიუმერია.
5. ბილეთები სამოგზაუროდ
მოგზაურობა რთული და ძვირია, მაგრამ თუ შავი დღისთვის ფულს წლების განმავლობაში ინახავდით, შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ. ხომ შეიძლება, ათ მარტს მეტეორი ჩამოვარდეს? გამოვა რომ ფულს ტყუილად აგროვებდით, დახარჯვა კი ვერ მოასწარით.
7. ძვირფასეულობა
ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები ზედმეტი არასდროს არის. მაღაზიაში წასვლამდე გაიგეთ საყვარელი ადამიანის თითის და მაჯის ზომა, თორემ მოგვიანებით შესაძლოა, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
8. ფუმფულა სათამაშო და ბუშტები
თუ თქვენი რჩეული, დაიკო ან მეგობარი ასაკის მიუხედავად ''თინეიჯერულ წლებში" ჩარჩა ფუმფულა სათამაშო და ბუშტები ზედგამოჭრილი საჩუქარია.
9. ლეკვი/კნუტი/თუთიყუში ან თევზები
არ გეგონოთ, რომ ცხოველები და ფრინველები მხოლოდ ვეტერინარებს უყვართ. თუ თქვენი გოგო სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ლეკვების, კნუტებისა და თუთიყურშების სურათებს, მგონი, აშკარაა რაც უნდა შეიძინოთ.
მერიემ კაკაურიძე