02 მარტი, 2017
7 მინიშნება, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი თქვენთან დაკავშირებას ცდილობს
ანგელოზები სულიერი არსებები არიან, რომლებიც გვმფარველობენ. ჩვენს გარშემო კი უამრავი მინიშნებაა, რაც მათ არსებობას ამტკიცებს.

როცა ზეციური ძალები თქვენთან დაკავშირებას ცდილობენ ეს საკმაოდ შესამჩნევი ხდება და ისინი სიყვარულსა და მხარდაჭერაზე მიგვანიშნებენ.

მთავარია მათი შემჩნევა ისწავლოთ.

ყველაზე გავრცელებული მინიშნებები:

1. ბუმბული
თუ გზაზე ბუმბული შეგხვდათ, ეს ანგელოზის ერთ-ერთი ნიშანია. შეგახსენებთ, რომ ანგელოზები გვერდით გყავთ, უყვარხართ და გმფარველობენ.

2. ღრუბელი
თუ ანგელოზის ფორმის ღრუბელს დაინახავთ, მიგანიშნებთ, რომ თქვენს მფარველ ანგელოზს მისი არსებობის შეხსენება სურს.

3. სუნი
თუ ზღაპრულ, ტკბილ სუნს
გრძნობთ, მაგრამ მისი გარკვევა არ შეგიძლიათ, იმას ნიშნავს, რომ თქვენი ანგელოზი ახლოსაა.

4. ახალშობილები და ცხოველები
თუ დაინახავთ, რომ ახალშობილი ჭერს ღიმილით შეჰყურებს ან უმისამართოდ აღტაცებით იხედება, ე.ი. მფარველი ანგელოზი გვერდით ჰყავს. ბავშვები და ცხოველები ანგელოზების სიახლოვეს გრძნობენ და მშვიდდებიან.

5. მუსიკა
თუ ანგელოზისებრი სიმღერა ან ამოუხსნელი ხმა მოგესმით, ესეც შესაძლოა მფარველი ანგელოზის ნიშანი იყოს.

6. მონეტები
თუ მონეტებს ხშირად პოულობთ, ეს მფარველი ანგელოზის მფარველობაზე მიგანიშნებთ. ამიტომ, მონეტის ნახვისას, იცოდეთ, რომ ზემოთ უყვარხართ, გიცავენ და გაკვირდებიან.

7. შუქის უცნაური გაელვება
თუ შუქის უცნაური გაელვება, ნათება გხვდებათ, ე.ი. თქვენი მფარველი ანგელოზი ახლოსაა. ამ დროს უნდა დახუჭოთ თვალები, მოდუნდეთ და ღრმად ჩაისუნთქოთ, რადგან ანგელოზს თქვენთან ჯანმრთელობა, სიხარული და ახალგაზრდობა მოაქვს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS