კურო
კურო სტაბილური, სანდომიანი და ერთგული ნიშანია. ურთიერთობის შენარჩუნებასა და მხარდაჭერას ისინი თავდადებით ცდილობენ. სტაბილურობას ემხრობიან, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ მოსაწყენია. კურო ძალიან მგრძნობიარეა, ტელევიზორის წინ დაუსრულებელი სერიალების ყურებაში არ ატარებს ცხოვრებას და თავგადასავლების საძიებლად მიდის. უყვართ სიახლეების ცდა და ცდილობს ურთიერთობა არასდროს ამოიწუროს.
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან მზრუნველები არიან. ხანგრძლივ ურთიერთობაში იფურჩქნებიან, რადგან მას პატიოსნებაზე აგებენ. საკუთარი გრძნობების გაზიარება არ აშინებთ. ადამიანს იშვიათად
ქალწული
ქალწული ძალიან სანდომიანი ნიშანია. პრობლემების ისინი პარტნიორთან ერთად წყვეტენ, რაც მათ ურთიერთობას აუმჯობესებს.
ხანდახან რჩეულთან უთანხმოება მოსდის, მაგრამ მასთან ერთად გადალახავს პრობლემებს და ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ისინიც ძალიან ლოიალურები და კეთილები არიან, რაც ხანგრძლივ ურთიერთობებში იდეალურ პარტნიორად აქცევს.
სასწორი
სასწორები ხანგრძლივ ურთიერთობას აღმერთებენ. ძალიან მომთმენია და აფასებს ჰარმონიას. ემოციური გულწრფელობისა და დაუცველობის არ ეშინიათ, რაც ეხმარება საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვაში. როცა სასწორი ურთიერთობაშია, მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.
ზოდიაქოს ეს ნიშნები ურთიერთობაში ჰარმონიას ინარჩუნებენ და საყვარელი მეორე ნახევრის გასაბედნიერებლად ბევრს იღვწვიან.
ანა გარელი