1. გამუდმებით ტუალეტში გასვლის სურვილი
ტუალეტში გასვლის ხშირი სურვილი შესაძლოა გამოწვეული იყოს საშარდე გზების ანთებითა ან ბევრი სითხის მიღებით.
თუ დასახელებული შემთხვევები არ გაწუხებთ და ტუალეტში შესვლის სურვილი მაინც გაქვთ, ეს შესაძლოა დიაბეტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. დაკავშირებულია თირკმელთან, რომელიც გაძლიერებულ მუშაობაზე გადადის და ორგანიზმიდან შაქარს შარდის საშუალებით გამოდევნის.
2. წყურვილის შეგრძნება
ეს ზემოთ დასახელებულთან პირდაპირ კავშირშია, რადგან, როცა ორგანიზმი ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ცდილობს ბალანსის შევსებას,
3. გამუდმებით შიმშილის განცდა
შიმშილის დაუცხრომელი შეგრძნება, შესაძლოა სისხლში გლუკოზას ექსტრემალურად დაბალი ან მაღალი მაჩვენებლით იყოს გამოწვეული.
4. პირის ღრუს სიმშრალე
პირის ღრუს სიმშრალე არასასიამოვნო შეგრძნებაა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შესაძლოა დიაბეტზეც მიანიშნებდეს.
5. აუხსნელი დაღლილობა
აუხსნელი, ქრონიკული დაღლილობა. დიაბეტის დროს დაღლილობა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ღამით ხშირი შარდვისას გამოძინება ვერ ხერხდება.
6. მხედველობის დარღვევა
თვალებს ყველაზე მეტად დიაბეტი ვნებს. გარშემო შესაძლოა ყველაფერი ბუნდოვნად დაინახოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა მხედველობა სრულიად დაკარგოს ან სერიოზული პრობლემები შეექმნას.
7. ინფექციები
დიაბეტის დროს ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადება სწრაფად ვრცელდება.
ვაგინალური კანდიდოზი, კანის სოკოვანი დაავადებები და საშარდე გზების ბაქტერიალური ინფექციები - დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია.
8. ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში
ეს პრობლემა ნერვული სისტემის დარღვევითაა გამოწვეული, რაც ხშირად თან ახლავს დიაბეტს.
9. წონაში სწრაფი კლება ან მატება
თუ ყოვლად უმიზეზოდ მოულოდნელად გახდით ან პირიქით, წონაში ძალიან მოიმატეთ, შესაძლოა ორგანიზმში ინსულინის გამოყოფის დარღვევით იყოს გამოწვეული.
10. ჭრილობა ნელა ხორცდება
დაზინებული სისხლძარღვები ჭრილობის შეხორცებას აფერხებს.
გახსოვდეთ, რომ დიაბეტი 2 ტიპისაა. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებთ.
ერიდეთ ზედმეტ წონას, მოწევას, უმოძრაობა ან ზედმეტი ცხიმებით, შაქრითა და კონსერვანტებით გაჯერებული დიეტა.
ანა გარელი