27 თებერვალი, 2017
ეს პროდუქტები თქვენს ცხიმებს ჭამენ
რა უნდა მიირთვათ იმისთვის, რომ ყოველთვის დანაყრებული იყოთ, მაგრამ წონაში არ მოიმატოთ. ეს პროდუქტები შენს ცხიმებს აბსოლუტურად წვავენ.

ცხიმის მწველი პროდუქტები:

კვერცხი
აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ კვერცხი უნდა იყოს მოხარშული. ეს პროდუქტი შიმშილს მოგიკლავთ და წონაშიც არ მოიმატებთ. ამასთან კვერცხი ძალიან სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს.

Rating








მჟავე კომბოსტო
შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც კერძის დანამატი ან წასახემსებლად. შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, გაგანთავისუფლებთ ყაბზობისგან, რაც ხშირად სტანჯავთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დიეტას იცავენ. ასევე დიდი რაოდენობით С
ვიტამინს შეიცავს. მწნილი ორგანიზმში ჯანმრთელი უჯრედების გამოყოფას უწყობს ხელს, ადაბლებს მავნე ქოლესტერინის დონეს. არის ანტოციანების შემცველიც - ანტიოქსიდანტები, რომლებიც დაბერების (განსაკუთრებით ტვინის) პროცესს აფერხებს.
Rating
გამომცხვარი კარტოფილი
ასეთი კარტოფილი ძალიან დაბალკალორიულია და ორგანიზმიდან მთლიანად გამოიდევნება, ისე, რომ კუჭში კვალსაც არ ტოვებს. მეტიც, ეხმარება ორგანიზმს მავნე ნივთიერებების გამოყოფაში.

კლასიკური იოგურთი
კარგია იმ შემთხვევაში, თუ მისი ცხიმიანობა 2 %-ს არ აღემატება. შეიცავს კალცს, ცილებს და ნაწლავის მიკროფლორას აუმჯობესებს.

ლობიო
გასახდომად განსაკუთრებით კარგი წითელი ლობიოა. შეიცავს ადვილად ასათვისებელ მცენარეულ ცილებს, მინერალებსა და ვიტამინებს. თუმცა ნაკლებად ცნობილია, რომ ლობიოს გასახდომი თვისებაც აქვს.

ნუში
ნუში ახალ ხილთან ერთად საუკეთესო წასახემსია. ის ხომ მდიდარია ბოჭკოებით.

ზეთის ხილი
პროდუქტს შეუძლია დაარეგულიროს კუჭის მოქმედება და აკონტროლოს წონა. დღეში 10 ც ზეთის ხილი ან კოვზი ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს ცხიმებისა და მარილის მონელებას. გამოდევნის ტოქსინებს.

ქიშმიში
გამხმარი ხილი დაბალკალორიულია და საკვების სწრაფად გათავისების განსაკუთრებული უნარი აქვს. აქცევს მას ენერგიად და ვიტამინების კომპლექსად, არ იწვევს წონაში მატებას. დაგიკარგავთ შიმშლის გრძნობას და დროთა განმავლობაში ნაკლებს შეჭამთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS