მიირთვით რაიმე ცილოვანი
ცილა სისხლში შაქრის შემცველობის დონეს აღადგენს. მიირთვით ხაჭო, ყველი, თევზი ან კაკალი და 15-20 წუთის შემდეგ ტკბილის მოთხოვნილება დაგეკარგებათ.
შოკოლადის დღე
თუ მთელ დღეს შოკოლადს მიირთმევთ, ეს დიდი ხნის მანძილზე ტკბილზე ნადირობას დაგავიწყებთ. თუმცა ერთი პირობა აქაც არსებობს - დღეში 1 ფილა შოკოლადზე მეტი არ უნდა მიირთვათ.
გაიხეხეთ კბილები
კბილების გამოხეხვის შემდეგ პირში გემო გეცვლებათ და ტკბილის მირთმევის სურვილი სუსტდება.
ეს რჩევა დიზაინერ კარლ ლაგერფილდისგანაა, რომელმაც 1 წელში 42 კგ-ს დაკლება შეძლო.
სეზამის თესლი
როგორც ამბობენ, შოკოლადის მოთხოვნილების გადაულახავი სურვილი, ორგანიზმში კალცის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ მიკრო ელემენტის შესავსებად შეგიძლიათ სალათს 1-2 კოვზი სეზამის თესლი დაუმატოთ.
ანა გარელი