24 თებერვალი, 2017
როგორ გაექცეთ ტკბილეულისკენ სწრაფვას - 5 სასარგებლო რჩევა
რაციონიდან ტკბილეულის აბსოლუტური ამოღება არ ღირს, თუმცა მისი დოზა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.

მიირთვით რაიმე ცილოვანი
ცილა სისხლში შაქრის შემცველობის დონეს აღადგენს. მიირთვით ხაჭო, ყველი, თევზი ან კაკალი და 15-20 წუთის შემდეგ ტკბილის მოთხოვნილება დაგეკარგებათ.

შოკოლადის დღე
თუ მთელ დღეს შოკოლადს მიირთმევთ, ეს დიდი ხნის მანძილზე ტკბილზე ნადირობას დაგავიწყებთ. თუმცა ერთი პირობა აქაც არსებობს - დღეში 1 ფილა შოკოლადზე მეტი არ უნდა მიირთვათ.

გაიხეხეთ კბილები
კბილების გამოხეხვის შემდეგ პირში გემო გეცვლებათ და ტკბილის მირთმევის სურვილი სუსტდება.

ჩაიდეთ პირში ორცხობილა და გადმოაფურთხეთ
ეს რჩევა დიზაინერ კარლ ლაგერფილდისგანაა, რომელმაც 1 წელში 42 კგ-ს დაკლება შეძლო.

სეზამის თესლი
როგორც ამბობენ, შოკოლადის მოთხოვნილების გადაულახავი სურვილი, ორგანიზმში კალცის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ მიკრო ელემენტის შესავსებად შეგიძლიათ სალათს 1-2 კოვზი სეზამის თესლი დაუმატოთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS