24 თებერვალი, 2017
საუკეთესო რჩევები განქორწინებული ქალისგან - ბედნიერი ოჯახის საიდუმლო
გთავაზობთ განქორწინებული ქალის დამოკიდებულებას ურთიერთობებზე. რა უნდა გაეკეთებინა ან არ გაეკეთებინა სხვანაირად?

1. მამაკაცში ყოველთვის საუკეთესო მხარე ეძებეთ. ნუ გადაიტანთ ყურადღებას მხოლოდ იმაზე, რაც მასში არ მოგწონთ.

2. მასთან სექსით დაკავდით - ხშირად და თუ საჭიროა - გამუდმებით.

3. რჩევა უფროს, წარმატებულ ქორწინებაში მყოფ ქალებს სთხოვეთ.
სიამაყე დაივიწყეთ და უბრალოდ ჰკითხეთ რჩევა.

4. უფლება მიეცით საკუთარ თავში ჩაიკეტოს. ამ დროს ის არ გაიგნორებთ, უბრალოდ სჭირდება "გათიშვის" მომენტები.

5. არ უნდა ეცადოთ მის შეცვლას ან გამოსწორებას. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

6. გამუდმებით უმეორეთ, თუ როგორი ძლიერი, ჭკვიანი და მამაკაცურია. მამაკაცებს ეს ხშირად ავიწყდებათ.

7. არასდროს მიიღოთ ვალდებულებად ის, რომ მან თქვენ აგირჩიათ.

8. გაიცინეთ მის ხუმრობებზე, მაშინაც კი, თუ სასაცილო არ არის.

9. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, თუ როგორი რეაქციები გაქვთ რაიმე კონკრეტულზე.

10. შინაგანი სიავე გამორთეთ, როცა ქმარი სახლში ბრუნდება. მიეცით დასვენების საშუალება.

11. გიყვარდეთ ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, რომ სჭირდება.

12. მოუარეთ საკუთარ თავს. რაც უფრო ქალურად გამოიყურებით, მით მეტად შეახსენებს მას, რომ მამაკაცია.

13. იყავით აქ და ახლავე. დაუთმეთ მას საკუთარი დრო და ყურადღება.

14. ნუ მოსთხოვთ მამაკაცურ ღირსებებს და ნუ შეადარებთ სხვა კაცებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS