23 თებერვალი, 2017
თუ კარაქს მიირთმევთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
ბოლო დროს მიიჩნევენ, რომ კარაქს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ამბობენ, რომ ამ პროდუქტის ზედმეტი დოზა გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზს იწვევს. თუმცა რამდენად მართალია ეს?

რატომ არის სასარგებლო კარაქი

1.
კარაქი E, D,C და A ვიტამინებს შეიცვას. როგორც ცნობილია, ბოლო ვიტამინის გათავისებისთვის აუცილებელია ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც კარაქი შეიცვას. მარტივად რომ ვთქვათ, სტაფილოსგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, პროდუქტი აუცილებლად კარაქთან ერთად უნდა მიირთვათ.
Rating
2. ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში მოხვედრისას ცხიმოვან ქსოვილებში არ განლაგდება და მთლიანად ორგანიზმის ენერგიით ავსებას ხმარდება. ამიტომ,
კარაქის სწორად მირთმევისას გამოკეთდებით და შიმშილის გრძნობაც დიდი ხნით დაგავიწყდებათ.

3. კარაქი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ათეროსკლეროზისა და სიმსივნის წარმოქმნას უშლის ხელს.

4
. კარაქი - იოდის წყარო, რომელსაც კარგად ითავისებს ორგანიზმი. სწორედ კარაქის პოპულარობის დაქვეითებისა და მისი მარგარინის ჩანაცვლების გამო, გასული საუკუნის დასაწყისში ჩიყვი ეპიდემიად იქცა.
Rating

















5. ექიმები გირჩევთ მიიღოთ კარაქი დიარეისა და უფროსებში ყაბზობის დროს.

6. კარაქში დიდი რაოდენობით ვიტამინის K2 შემცველობა ხელს უშლის კარიესისა და ოსტეოპოროზის წარმოქმნას.

7. კარაქში შემცველი კიდევ ერთი სასარგებლო ინგრედიენტია - ბუტირატი. ეს ნივთიერება ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს ადაბლებს და ინსულინზე მგრძნობელობას 300 %-ით ზრდის.
Rating


















რა თქმა უნდა, უდავოა, რომ ყველაზე სასარგებლო სახლში მომზადებული ან საუკეთესო ხარისხის შეძენილი კარაქია.

სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალიან ხშირად ვხვდებით ინფორმაციას მავნე პროდუქტებზე, თუმცა ასეთი სასიხარულო სიახლეებიც გვაქვს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კლ
სურსათის უვნებლობა რატომ არ ამოწმრბს? მარტო საცოდავ მცირე მეწარმეებს აჯარიმებს და კლავს მცირე ბიზნესს !!!!!
08:41 / 13-05-2017
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
ანა, ჩემო კარგო,თვით კომუნისტების დროსაც 80-ში საფრანგეთიდან შემოქონდათ ხელოვნური რძის ფხვნილი,საიდანაც ამზადებდნენ კარაქსაც,ახლობელი რომელიც უფასოდ მაძლევდა კარაქს,ყველს და ა.შ. გამაფრთხილა რომ ეს იყო საწმლავი.სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ნატურალური საკვების მოძებნა ძალიან ძნელია,ფულზეა გაცვლილი დღეს სული,მთავრობიდან დაწყებული!!!
09:25 / 26-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS