რატომ არის სასარგებლო კარაქი
1. კარაქი E, D,C და A ვიტამინებს შეიცვას. როგორც ცნობილია, ბოლო ვიტამინის გათავისებისთვის აუცილებელია ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც კარაქი შეიცვას. მარტივად რომ ვთქვათ, სტაფილოსგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, პროდუქტი აუცილებლად კარაქთან ერთად უნდა მიირთვათ.

2. ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში მოხვედრისას ცხიმოვან ქსოვილებში არ განლაგდება და მთლიანად ორგანიზმის ენერგიით ავსებას ხმარდება. ამიტომ,
3. კარაქი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ათეროსკლეროზისა და სიმსივნის წარმოქმნას უშლის ხელს.
4. კარაქი - იოდის წყარო, რომელსაც კარგად ითავისებს ორგანიზმი. სწორედ კარაქის პოპულარობის დაქვეითებისა და მისი მარგარინის ჩანაცვლების გამო, გასული საუკუნის დასაწყისში ჩიყვი ეპიდემიად იქცა.

5. ექიმები გირჩევთ მიიღოთ კარაქი დიარეისა და უფროსებში ყაბზობის დროს.
6. კარაქში დიდი რაოდენობით ვიტამინის K2 შემცველობა ხელს უშლის კარიესისა და ოსტეოპოროზის წარმოქმნას.
7. კარაქში შემცველი კიდევ ერთი სასარგებლო ინგრედიენტია - ბუტირატი. ეს ნივთიერება ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს ადაბლებს და ინსულინზე მგრძნობელობას 300 %-ით ზრდის.

რა თქმა უნდა, უდავოა, რომ ყველაზე სასარგებლო სახლში მომზადებული ან საუკეთესო ხარისხის შეძენილი კარაქია.
სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალიან ხშირად ვხვდებით ინფორმაციას მავნე პროდუქტებზე, თუმცა ასეთი სასიხარულო სიახლეებიც გვაქვს.
ანა გარელი