ვერძი
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სულიერად ძლიერები, მიზანდასახულები, კეკლუცი და მომხიბვლელები არიან.
კურო
ქალ კუროს სტილის შესანიშნავი შეგრძნება აქვს, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება. ლამაზები და დახვეწილები არიან, გარშემო მყოფებს სითბოს ჩუქნიან და საკუთარი არსებობით სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნიან.
ტყუპი
ეს ნიშანი ურთიერთობაში საკმაოდ საინტერესოა. შეუძლიათ ხუმრობა და მოსმენა, დაიგნორება და ზოგიერთ მომენტში დასერიოზულება. ქალ ტყუპს, ისე, როგორც არავის, შეუძლია მამაკაცს დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.
კირჩხიბი
ლომი
საკმაოდ იმპულსური პიროვნება. ლომს ერთადერთი მამაკაცი სჭირდება - მომხიბვლელი და მზრუნველი. ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია.
ქალწული
ძალიან ჭკვიანები და პრაგმატულები. საკუთარი თავის ფასი ყოველთვის იცის, თავშეკავებულია და, თუ ჭეშმარიტ სიყვარულს იპოვის, არასდროს გაუშვებს მას.
სასწორი
ძალიან ლამაზი ქალები არიან და საინტერესო, უდარდელი ცხოვრებისკენ დაუცხრომელი სწრაფვა აქვთ. უამრავი მამაკაცისთვის სასურველი ქალია, თუმცა წილად მხოლოდ ერთს ხვდება.
მორიელი
ქალი მორიელი დამოუკიდებელი ქალის ნათელი მაგალითია. მათი შინაგანი სამყარო წარმოუდგენლად რთულია, ამიტომ მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო მამაკაცებს ირჩევენ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების ძლიერი მხარე მათი დამოუკიდებლობაა. ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებული ქალები, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის ძლიერი სწრაფვის გამო ადრეულ ასაკში იშვიათად თხოვდებიან.
თხის რქა
თხის რქის საუკეთესო მხარე სიმშვიდის შენარჩუნების წარმოუდგენლად დიდი უნარია. საკმაოდ იღბლიანები არიან და მიზანს ყოველთვის აღწევენ.
მერწყული
ქალი მერწყული სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისკენ ისწრაფვის და ამას პირველ რიგში საკუთარი თავისგან იწყებს. მასთან მეგობრობა ძალიან სასიამოვნოა. დამოუკიდებელი, ლამაზი, პუნქტუალურია და შეუძლია, ბევრი რამ გასწავლოთ.
თევზები
წარმოუდგენლად ნიჭიერი პიროვნებები, რომლებიც ხელოვნების სამყაროში ფურორს ახდენენ. შეუძლია ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანთან იმეგობროს. ლამაზები არიან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
ანა გარელი