23 თებერვალი, 2017
მოთენთილი ხართ და სამსახურშიც ძილი გერევათ, მუდმივად დაღლილობას გრძნობთ? ამ მდგომარეობას ადვილად დააღწევთ თავს
თუ ამჩნევთ, რომ ბოლო დროს ადვილად იღლებით, ითენთებით და მუშაობის დროსაც ძილი გერევათ, გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები და ამ მდგომარებიდან თავის დაღწევას ადვილად შეძლებთ:

1. დაიზილეთ ყურები. ყურის ბიბილოებისა და ნიჟარის ორწუთიანი მასაჟი სწრაფად მოგიხსნით დაღლასა და დაძაბულობას. მასაჟი ასევე ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის მიდენასა და მისი ჟანგბადით მომარაგებას.

2. დალიეთ პიტნის ჩაი. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა.

3. გამოაღეთ ფანჯარა. დარწმუნდით, რომ შენობა, რომელშიც იმყოფებით, საკმაოდ ნიავდება. საქმე ისაა, რომ ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობა
ძილიანობასა და მოთეთნილობას იწვევს.

4. საჩვენებელ და ცერა თითებს შორის წერტილზე 1-2 წუთი ხელი დაიჭირეთ.

5. ღრმად ისუნთქეთ. მუცელზე ხელისგულები დაიდეთ, ღრმად და ნელა ჩაისუნთქეთ. სუნთქვა 10 წამით შეიკავეთ და ამოისუნთქეთ. ასე ისუნთქეთ 10 წუთი - დაღლა და თვლემა გაქრება.

6. დღის რაციონში აუცილებლად ჩართეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. ფორთოხალი, მანდარინი, პაპაია, სტაფილო თქვენს მენიუს გაამრავალფეროვნებს, მათში ვიტამინები კი ენერგიით უზრუნველგყოფენ.

7. გაიღიმეთ! ღიმილი და სიცილი ტვინის აქტივობას ასტიმულირებს, მხნეობისა და შესანიშნავი განწყობის შენარჩუნებას ეხმარება.

8. თუ მუდმივად გრძნობთ დაღლას, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა შეამოწმეთ. სხვა ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - წონის შეცვლა, თვლემა და თმის ცვენაა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS