22 თებერვალი, 2017
რა შეიძლება მოხდეს, თუ რამდენიმე ფერს ერთმანეთში აურევთ – სილამაზე სწრაფად და მარტივად
არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელთა გამოყენებით ძვირად ღირებული კოსმეტიკის გარეშეც შეძლებთ გალამაზებას, თანაც სწრაფად და მარტივად:

თუ გსურთ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, გამოიყენეთ ღია ფერის ტონალური კრემები და ფერუმარილი.

არასოდეს აურიოთ ერთმანეთში რამდენიმე ფერის თვალის ჩრდილი, ის თვალზე ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თვალის მბზინავი ჩრდილი წვრილ ნაოჭებს უფრო შესამჩნევს ხდის.

თეთრი ფერის კონტური თვალის ქვედა ნაწილში თვალების მოცულობას ზრდის, ხოლო დაღლილ, შეწითლებულ თვალებს ბრწყინვალებას სძენს.

რაც უფრო ხშირად იჭრით ფრჩხილების ნუნებს, მით უფრო სწრაფად იზრდება, უმჯობესია, ისინი
ხის ჩხირით გადაიწიოთ.

თუ კანი გამოგიშრათ, იქერცლება და პიგმენტური ლაქებიც გაგიჩნდათ, ესე იგი თქვენს რაციონს ც ვიტამინი აკლია, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS