თქვენს წინაშეა ზოდიაქოს 3 ყველაზე მატყუარა ნიშანი:
ტყუპი
ერთი შეხედვით მხიარული და გახსნილი ადამიანები, პირველი შეხვედრისას მატყუარები სულაც არ მოგეჩვენებათ, თანაც თავად დარწმუნებულები არიან, რომ არ იტყუებიან. ტყუპს დღეს შესაძლოა რაგბი მოსწონდეს, მეორე დღეს კი მსგავ თამაშზე თითქოს არაფერი სმენია. ტყუპი საიმედო ადამიანი არ არის და სიტყვას ვერ ასრულებს.
თუ თქვენ გეხებათ: ვიდრე რაიმეს
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან ეჭვიანები არიან და სხვებს მუდამ უნდობლად უყურებენ. ამის გამო ხშირად იტყუებიან, რათა პრობლემებს გაექცნენ. მათ ძალიან კარგი წარმოსახვა აქვთ და ხშირად ფანტასტიკურ სცენარებსაც იგონებენ. შესანიშნავად იპროვიზირებენ.
თუ თქვენზეა: ადამიანების ნდობა ისწავლეთ - ყველა თქვენს წინააღმდეგ არ არის განწყობილი. საჭირო ტყუილსაც შეუძლია თქვენი ურთიერთობების დანგრევა.
ლომი
ლომები ძალიან დრამატულები არიან და მათგან შესანიშნავი მსახიობები გამოდის. უყვართ ლიდერობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ქარიზმის დახმარებით კი ვირტუოზულად იტყუებიან. უმეტესად იტყუებიან იმისთვის, რომ სხვის თვალში უკეთესი გამოჩნდნენ - საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად წარმოაჩენენ და მოვლენებს აზვიადებენ.
თუ ეს თქვენ გეხებათ: უბრალოდ, თავი დაანებეთ ტყუილს! თუ ადამიანები თქვენთან მეგობრობენ, ე.ი. ისეთი მოსწონხართ, როგორიც ხართ. აუცილებელი არ არის ყველას უმტკიცოთ, რომ იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე ჩანხართ.
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ტყუილში გაატაროთ. იყავით გულწრფელები და ამით ადამიანების პატივისცემას დაიმსახურებთ.
ანა გარელი