20 თებერვალი, 2017
თქვენი სხეულის 5 პრობლემა, რომლის დროსაც უმჯობესია, მას არ შეეხოთ
ბევრ ადამიანს სხეულის სრულყოფილად ქცევის სურვილი არ ასვენებს - აწვალებენ მუწუკებს, იშორებენ არასასურველ თმას, თუმცა არსებობს სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი, რასაც უმჯობესია თავი დაანებოთ.

1. ჭაღარა თმა
ბებიებისგან ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ - თუ თმის ჭაღარა ღერს ამოიღებთ, მის ნაცვლად 10 ასეთივე ამოვა. ეს, რა თქმა უნდა, მითია, მაგრამ თმის ღერის ამოღებით აზიანებთ თმის ფოლეკულას, მის ადგილას შესაძლოა სიცარიელე დარჩეს და ამით გამელოტების რისკს ზრდით.


2. ფრჩხილის გარეშმო გაუხეშებული კანი
კანის მცირე ნაწილს ძალიან დიდი უსიამოვნების მოგვრა
შეუძლია. ნუ მოიკვნეტთ ან მოიძრობთ, რადგან ასე შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ. ზედმეტი კანი ფრთხილად მოიჭერით ფრჩხილის სუფთა და სტერილური ინსტრუმენტებით.

3. შავი წერტილები

Rating
უსიამოვნო შავი წერტილების მოშორება ბევრს სურს, მაგრამ დამოუკიდებლად მოშორება რეკომენდებული არ არის. ამით შესაძლოა სახის მგრძნობიარე კანი დაიზიანოთ, დაგრჩებათ შრამები ან შეგეჭრებათ ინფექცია. მიმართეთ კოსმეტოლოგს, რომელიც ზიანის მოყენების გარეშე მოგაშორებთ მათ.

4. წყალმანკი
უმეტეს შემთხვევაში წყალმანკი თავისით ქრება და ადამიანს საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ, თუ წყალმანკი მოუხერხებელ ადგილას გაქვთ და სიარულისას ხელს გიშლით, მისი მოშორება დაგჭირდებათ, ეს კი ფრთხილად უნდა გააკეთოთ. დაიბანეთ ფეხები, წყალმანკსა და ნემსს ჩაუტარეთ დეზინფექცია და ფრთხილად იჩხვლიტეთ კანზე.

5. კოღოს ნაკბენი

Rating
დიახ, ქავილი შესაძლოა დაძინების საშუალებას არ გაძლევთ, მაგრამ გახსოვდეთ, ამ დროს მცირე ნაკაწრიც ინფექციის შეჭრას გამოიწვევს. საუკეთესოა, თუ ნაკბენზე სპეციალურ ლოსიონს წაისვამთ ან ყინულს დაიდებთ.

ხანდახან უმჯობესია თქვენი ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს ხელი არ შეუშალოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპეციალისტს მიმართეთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS