ამბობენ, რომ "ბუნებას არა აქვს ცუდი ამინდიო", მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება ამ გამონათქვამს. ბევრისთვის (ერთ-ერთი მე ვარ) ზამთარი ნამდვილი ტანჯვაა. ძნელია, იყო კარგ ხასიათზე, როდესაც ფანჯრიდან ნაცრისფერი ცა მოჩანს და ტანზე სიცივისაგან წარმოსახვითი ჭიანჭველები დაგდიან. ამ დროს არაფრის კეთება არ გინდა და აპათია და სიზარმაცე გიპყრობს. ერთადერთი აზრი – რაც შეიძლება მალე მიაღწიო სახლში, ჩაიცვა თბილი წინდები და ცხელ ჩაის ჭიქასთან ერთად, პლედში გახვეული ტელევიზორის წინ, სავარძელში ჩაეფლო.
ისე, კარგად რომ დაუფიქრდე, ზამთარი ჩვენთან სამი
კი არა, მთელი ხუთი თვე გრძელდება, მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რომ ეს წელიწადის ყველაზე საშინელი, ბნელი და ცივი დროა, მაშინ დეპრესია შემოგვიტევს. ფსიქოლოგიურად უნდა განვეწყოთ, რომ თბილ ქვეყნებში ვერ გავემგზავრებით და "გადარჩენისათვის" ბრძოლა მოგვიწევს.
ყველაზე მეტად თებერვალი არ მიყვარს, რადგან თითქმის სულ ქარია. ბავშვობაში ვიღაცამ მომიყვა "სურბ სარქისის" ლეგენდა და ღრმად მჯეროდა, რომ თებერვლის ქარების მიზეზი სწორედ ის იყო. კალენდარს შევხედე. მახსოვს, რომ ახლა სურბ სარქისის დღეებია. პარასკევი ღამე კი მარილიანი კვერების რიტუალის დროა! დღეს სწორედ პარასკევია. ჩემი შარშანდელი მცდელობა გამახსენდა. მკითხაობების დიდად არ მწამს, მაგრამ მახსოვს, ცნობისმოყვარეობამ ამიტანა და "დავგუგლე":
"სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.
იხილეთ სრულად