16 თებერვალი, 2017
8 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ ერთსა და იმავე პიჟამოში ზედიზედ 2 დღის განმავლობაში
რამდენად ხშირად ცვლით პიჟამოს? უმრავლესობა ამას საკმარისად ხშირად არ აკეთებს. აი, რატომ უნდა შეცვალოთ პიჟამო ყოველდღიურად:

1. სტაფილოკოკური ინფექცია

Rating
სტაფილოკოკები ძალიან გავრცელებული მიკრობებია, რომლებიც ადამიანის კანზე ყოველთვის არიან, თუმცა ზიანს არავის აყენებენ, ვიდრე მათი რაოდენობა ცოტაა.

თუ ყოველდღე პიჟამოს არ შეცვლით, ეს მიკრობები გამრავლდება და საკმარისია მცირე ნაკაწრი, ორგანიზმში შეიჭრებიან, დაგაავადებენ და შესაძლოა, ეს სასიკვდილოდ საშიშიც გახდეს.

2. მუწუკები და კისტები

Rating
როცა პიჟამოს არ ცვლით, მასზე გროვდება ბაქტერიები, ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები. ყველაფერი ეს თქვენი კანის
ფორებში ხვდება და შედეგად ჩნდება მუწუკები და ცხიმოვანი ჯირკვლების კისტები.

3. მტვრის ტკიპები

Rating
მტვრის ტკიპები მიკროსკოპული პარაზიტები არიან და მათგან სრულად განთავისუფლება რთულია, თუმცა საწოლში მათი გამრავლების თავიდან აცილება შეგიძლიათ. რაც უფრო ბიძნურია პიჟამო, მათზე მით მეტი ტკიპაა, რაც ძილის დროს სუნთქვის გაუარესებას იწვევს.

4. უსიამოვნო სუნი

Rating
ბინძური პიჟამო იწოვს ოფლს. სველ ადგილებში მრავლდება ბაქტერიები, რაც უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება.

5. სიბინძურის შეგრძნება

Rating
თუ ბინძურ პიჟამოში გძინავთ, მთელი სიბინძურე თქვენს სხეულზე გადადის და მაშინაც კი, თუ დაძინებისას შხაპს მიიღებთ, დილით სიბინძურის შეგრძნება შეგაწუხებთ.

6. უძილო ღამეები

Rating
სუფთა პიჟამოში სისუფთავის, მყუდროებისა და კომფორტის შეგრძნებას გიტოვებთ. ბინძურ პიჟამოში დაძინებისას კი ვერ ისვენებთ, გაწუხებთ ქავილი, ცხიმიანობის შეგრძნება და თავს არაკომფორტულად გრძნობთ.

7. ალერგიული რეაქციები
ბინძური პიჟამო სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს იწვევს. თუ მტვერზე ალერგია გაქვთ, გაწუხებთ ასთმა და სასუნთქი გზების სხვა პრობლემები, პიჟამო დღეგამოშვებით მაინც აუცილებლად უნდა გამოცვალოთ.

8. სხვა მიკრობები

Rating
ბინძური პიჟამოს ჩაცმით იმუნურ სისტემას მუდვივად თავდაცვის პოზიციაში ამყოფებთ, რაც საბოლოოდ თქვენს იმუნიტეტს აქვეითებს. იზრდება დააავადების რისკი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS