15 თებერვალი, 2017
რა ემართება ადამიანს ნატრიუმის ციანიდის მიღების შემდეგ - ინფორმაცია მომაკვდინებელ შხამზე, რომელიც სასულიერო პირს აღმოუჩინეს
10 თებერვალს სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მას ბრალად "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობის მომზადება ედება.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, რომელმაც მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

პროკურატურის ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას ფარულად შენახული
შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს.

ნატრიუმის ციანიდი არაორგანული ნივთიერებაა და ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ცნობილია, ის ადამიანის უეცარ სიკვდილს იწვევს.

კონკრეტულად, რა ნივთიერებაა ნატრიუმის ციანიდი, რა ცვლილებას იწვევს ორგანიზმში და რა სიმპტომები ახასიათებს, ტოქსიკოლოგ ინგა ღვინერიას ვესაუბრეთ.

- ამ ნივთიერებას ლათინურად ნატრიუმის სოდიუმის ციანიდი ჰქვია, ე.ი. ნატრიუმის ნაერთია ციანიდთან ერთად, რომელიც ცნობილი შხამია. ნატრიუმის ციანიდის ნაერთს ბევრ რამეში იყენებენ, მასთან კონტაქტი საშიშია. ის მიეკუთვნება პირველი კატეგორიის შხამს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS