უმი გოგრა კანის კარგი მატონიზებელი საშუალებაა. ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა გოგრის გახეხილი რბილობის ნიღაბი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გახეხილ გოგრას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, ხოლო თუ მშრალი კანი - ცოტა ზეთი დაუმატეთ.
მატონიზებელი ნიღაბი: 100 გრამი გოგრა მოხარშეთ და პიურე მოამზადეთ. თბილ ფაფაში უმი კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ. თბილი მასა დაიდეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კანს ასწორებს და არბილებს მოხარშული გოგრის მკვებავი ნიღაბი. 2 სუფრის კოვზ მოხარშულ
გოგრის რბილობს 1 სუფრის კოვზი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სოფიო ბულაური