13 თებერვალი, 2017
რას კურნავდნენ ღვინით ძველ საქართველოში და რატომ აბანავებდნენ ჩვილ ბავშვებს სასმელში
საქართველოში ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხულისთვის მარგებელ სასმელად აღიქვამდნენ. სხვა მრავალი დანიშნულების გარდა, მას სისხლნაკლულობის, სისუსტისა და უმადობის წამლადაც იყენებდნენ. ყანაში წასული გლეხი, სამწყესად წასული მესაქონლე თუ სამუშაოდ წასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდა. დიდმარხვაში მრევლიც და საეკლესიო პირებიც ღვინოში ჩამბალ პურს, ე. წ. ბოღლიწოს მიირთმევდნენ. ძველ ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და მცირე დოზებით ჩვილ ბავშვებსაც.

შეძლებული ხალხი ახალშობილს ღვინოში განბანდა. ბავშვის გასაბანი წყლის წითელი ღვინით შეფერვის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტს,
ძველ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმარსაც კი გარკვეული დოზით აძლევდნენ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS