13 თებერვალი, 2017
დედა ფეხმძიმობის დროს ეწეოდა, ვიდრე არ დაინახა როგორ იტანჯებოდა ბავშვი - ეს ყველა ახალგაზრდა გოგონამ უნდა ნახოს
ცოტა ხნის წინ, განვითარებულ ქვეყნებში ახალი ულტრაბგერითი 4 D ტექნოლოგია შეიქმნა, რომელიც კარგად აჩვენებს ნაყოფს. გამოგონებამ ექიმებს საშუალება მისცა დააკვირდენ, როგორ გავლენას ახდენს დედა ნაყოფზე, განსაკუთრებით მოწევის დროს.

სულ რამდენიმე წლის წინ, ექიმებ ამის შესახებ მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებოდნენ, ახლა კი დედებს შედეგებსაც ნათლად აჩვენებენ.

შეგიძლიათ იხილოთ, როგორ ღიზიანდება 24-დან 36 კვირის ნაყოფი თამბაქოს კვამლზე, როცა დედა ეწევა.

მეცნიერებმა სპეციალური კვლევაც ჩაატარეს, რომელშიც 20 ფეხმძიმე ქალი იღებდა მონაწილეობას. 4 მათგანი ორსულობისას მოწევას კვლავ აგრძელებდა, დანარჩენი 16
კი საერთოდ არ ეწეოდა.

თითოეული ქალი 3 თვის მანძილზე ნაყოფის ულტრაბგერით სკანირებას იკეთებდა. შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

იმ დედების ემბრიონები, რომლებიც ფეხმძიმობისას ეწეოდნენ, გაღიზიანებული, გაბრაზებული და უბედურები გამოიყურებოდნენ.

ნაყოფს ტანჯვისგან კრუნჩხვა ჰქონდა. ისინი პირის გაცილებით მეტ მოძრაობას აკეთებდნენ, ვიდრე "ნორმალური" დედების ემბრიონები.

ექიმებმა კიდევ ერთი დასკვნა გამოიტანეს, რომ მწეველი დედების ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე არამწეველი დედების ნაყოფისა.

ისინი გვაფრთხილებენ, რომ ორსულობისას მოწევას ზედმეტად დიდი საფთხე ახლავს თან იმისთვის, რომ მწეველებმა თავი გაიმართლონ.

Rating





















დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ფეხმძიმობისას მოწევას ასევე შეუძლია:

- ნაადრევი მშობიარობის რისკი გაზარდოს;

- დაბადებისას ბავშვის წონა შეამციროს;

- დააზიანოს ბავშვის თავის ტვინისა და ფილტვების ქსოვილები;

- შეამციროს ჟანგბადის რაოდენობა, რომელსაც ნაყოფი იღებს.

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეგობრებს და ყველა გააფრთხილეთ!

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS