როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, ყველა დაავადება ნაწლავებიდან იწყება.
მოუნელებელი საკვები, მუცლის შებერილობა, კუჭის წვა, გაუვალობა - ეს ყველაზე ცოტაა, რა პრობლემებიც შეიძლება არაჯანსაღმა საკვებმა და დარღვეულმა კვების
გთავაზობთ საჭმლის მომნელებელი სისტემის "გადატვირთვის" სამდღიან პროგრამას:
პარასკევი
კარგად ისაუზმეთ და ისადილეთ.
უნდა ისაუზმოდ გაღვიძებიდან 1-2 საათის შემდეგ.
სადილი უნდა შეადგენდეს დღის განმავლობაში მიღებული საკვების ყველაზე მეტ წილს.
საუზმის შემდეგ სადილამდე ნუ წაიხემსებთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
მსუბუქად ივახშმეთ დაძინებამდე, სულ მცირე, 2 საათით ადრე, ისე, რომ მხოლოდ შიმშილის გრძნობა მოიკლათ.
ვახშმამდე ორი ჭიქა წყალი დალიეთ.
შაბათი
ვიდრე საჭმლის მომნელებელ სისტემას ხელახლა "ჩართავთ", ის მაქსიმალურად უნდა შეანელოთ. ამიტომაც კარგი იქნება, თუ საკვების ნაცვლად სითხეებს მიიღებთ.
დილით და ნასადილევს ფეხით გაისეირნეთ.
დალიეთ წვენი დილით, შუადღეზე და საღამოს.
დღის განმავლობაში, განსაკუთრებით საკვების მიღების შუალედებში, თუ შიმშილის გრძნობა და წყურვილი შეგაწუხებთ, დალიეთ 3-4 ჭიქაზე მეტი სითხე.
წყალი დალიეთ რამდენიც გნებავთ, შეგიძლიათ მასში ლიმონის ნაჭრებიც ჩაყაროთ.
ამ დღეს კარგად დაისვენეთ, ნუ გადაიტვირთებით.
კვირა
თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მზადაა სრული დატვირთვით სამუშაოდ. უბრალოდ გაიმეორეთ პირველი დღის პროგრამა.

სოფიო ბულაური