10 თებერვალი, 2017
კვირაში რამდენი სექსია საჭირო ბედნიერებისთვის - კვლევები
იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, წყვილების უმრავლესობისთვის საკმარისია კვირაში ერთხელ დაკავდნენ სექსით.

ტორონტოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მთავარია პარტნიორთან სექსუალური კავშირი დაამყაროთ და არ გქონდეთ მცდარი მოლოდინები სექსის რაოდენობასთან მიმართებაში, რამდენადაც მცდარი ინფრომაციის თანახმად, ურთიერთობაში მთავარი თითქოს სექსის რაოდენობაა.

"სექსის რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც წყვილს შორის სექსუალური კავშირი. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სამსახურითა და პასუხისმგებლობებითაა დატვირთული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალურ ცხოვრებაში რეალური მოლოდინები და რეგულარული სექსი გქონდეთ" - აღნიშნავს კვლევის ავტორი, ფსიქოლოგი, ემი მუისი.

კვლევისას მუისი ათწლეულის მანძილზე ათასობით მონაწილეს აკვირდებოდა და მივიდა დასკვნამდე, რომ პარტნიორების ურთიერთობა მაშინ უმჯობესდება, როცა ერთმანეთის მიმართ გადაჭარბებული სექსუალური მოლოდინი არ აქვთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS