05 თებერვალი, 2017
"თებერვალში მზისა და მთვარის დაბნელებები გველის... სირთულეები იმატებს" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები
ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"დაიწყო თებერვალი, ზამთრის მესამე თვე. რომელიც იმით იქნება გამორჩეული, რომ ამ თვეში მზისა და მთვარის დაბნელებები გველის. ეს თებერვალს რაღათქმაუნდა სირთულეებს მატებს. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ გვაქვს მთელი დეკადა, და ჯერ ამ პერიოდზე ვისაუბროთ. რას მოგვიტანს ეს დღეები, რა ასტროლოგიური ტრანზიტები გველის წინ და რაც მთავარია, როგორ ზეგავლენას იქონიებენ ისინი ჩვენზე.

უკვე ხვალიდან ვენერა გადავა ვერძის ნიშანში, სადაც 3 აპრილამდე დარჩება.
ასტროლოგიური ტერმინი რომ ვიხმაროთ, აქ ის გაძევებაშია ანუ თავს დისკომფორტში გრძნობს. ამ მდებარეობის გამო თანამშრომლობის საკითხებში და ფინანსური სფეროში მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციები. ვენერას მამრობითი სწყისის მქონე ნიშანში განსაკუთრებით არასახარბიელოდ მოქმედებს მდებარეობა ქალებზე, რომლებიც თავს ამ პერიოდში დაუცველად, და ან დაუფასებლად აღიქვამენ. ნებისმიერი წვრილმანი, რასაც სხვა დროს ყურადღებასაც კი არ მიაქცევდნენ, ახლა შესაძლოა მძაფრი რეაქციის მიზეზი გახდეს. ამიტომ, მამაკაცებო, დაუკვირდით თქვენს ქმედებებს, და სიტყვებს.

ქალებს ასტროლოგები მოვუწოდებთ, ნუ ივლიან მარტოკა ღამის საათებში, ასევე ნუ შეეცდებიან რადიკალური ექსპერიმენტების ჩატარებას და გარეგნობაში ცვლილებების შეტანას. თუმცა ეს ალბათ მამაკაცებსაც ეხებათ, რადგან ეს პერიოდი არამხოლოდ სალონში ვიზიტებისთვისაა არასახარბიელო, არამედ ტატუირების ან პირსინგის გასაკეთებლადაც. სიფრთხილე საჭიროა ხარჯვისასაც, რათა ჩვენი შენაძენები არ იყოს დაუფიქრებელი, იმპულსური და წუთიერ "" მინდას"" დაქვემდებარებული. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS