03 თებერვალი, 2017
გადაამოწმეთ გყავთ, თუ არა გვერდით ნამდვილი მეგობარი - 4 საშუალება
ალბათ, თქვენი მეგობარი ძალიან გიყვართ, მაგრამ განიცდის, თუ არა იგივეს, თქვენდამი?

როგორ გაარჩიოთ ნამდვილი მეგობრები, ჩვეულებრივი მეგობრებისგან, რომლებიც მხოლოდ პირადი საჭიროების შემთხვევაში გწერენ ან გირეკავენ, ხოლო, როცა თავად გჭირდებათ, გვერდში არასდროს გყავთ?

გთავაზობთ 4 მთავარ მინიშნებას:

1. ნამდვილი მეგობრები სიტყვას საქმით ამტკიცებენ
სიყვარული არა მხოლოდ გრძნობა, არამედ მოქმედებაა. მეტია, ვიდრე საუბარი. ისინი საკუთარი ნათქვამის მიხედვით მოქმედებენ და სიტყვას არასდროს ტეხენ.

2. ნამდვილი მეგობრები მაშინაც გამონახავენ დროს, როცა ძალიან დაკავებულები არიან
ნამდვილი მეგობარი თქვენთვის არამარტო იპოვის დროს, არამედ
სპეციალურად გამონახავს თქვენთვის, თუნდაც მსხვერპლის გაღება მოუხდეს, რადგან იცის, რომ მისი დახმარება გჭირდებათ. თქვენ ნამდვილი მეგობრები არ ხართ, თუ იმის გამო არ ნახულობთ ერთმანეთს, რომ რომელიმე თქვენგანი დაკავებულია.

3. ნამდვილი მეგობარი საშუალებას გაძლევთ იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ
ისინი არასდროს მოითხოვენ თქვენგან, არ გააკეთოთ ის, რაც თქვენი ნაწილია. მათ უყვარხართ და თქვენი გაკონტროლება არ უნდათ. საშუალებას გაძლევთ საკუთარ თავს ეკუთვნოდეთ და ამის გამო არ რცხვენიათ.

4. ნამდვილი მეგობრები გეხმარებიან გახდეთ უკეთესი
რთულ პერიოდში გვერდით დაგიდგებიან, მაგრამ პარალელურად სურთ, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ და განვითარდეთ. შეუძლიათ სწორად მიგითითონ ნაკლზე და მათ გამოსწორებაში დაგეხმარონ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS