03 თებერვალი, 2017
5 პროდუქტი, რომლებიც ცარიელ კუჭზე არ უნდა მიირთვათ
არსებობს პროდუქტები, რომლებიც ცარიელ კუჭზე არ უნდა მიირთვათ, რადგან მომნელებელი სისტემის პრობლემებს გამოიწვევს. ესენია:

პომიდორი

ის დიდი რაოდენობით სათრიმლავ მჟავას შეიცავს, რაც კუჭის მჟავიანობას ზრდის. ასევე C ვიტამინის შემცველობის გამო, იმატებს კუჭის წვენის გამოყოფა, რაც ასევე გულძმარვითა და კუჭის სხვა პრობლემებით სრულდება.

გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ამიტომ დალევის შემდეგ მუცლის შებერილობას განიცდით. ასევე აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

მწვანე ბოსტნეული

ცარიელ კუჭზე არც მწვანე ბოსტნეულის მიღებას გირჩევთ. რამდენადაც, მათში დიდი რაოდენობითაა ამინომჟავები, რასაც
გულძმარვისა და მუცლის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

იოგურთი

იოგურთი საუზმის ყველაზე გავრცელებულ და სწორ ვარიანტად მიიჩნევა, თუმცა ეს საუკეთესო არჩევანი სულაც არ არის. იოგურტი შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც კუჭის საჭირო ბაქტერიებს ანადგურებს, ამას მჟავიანობა და მუცლის შებერვა მოჰყვება.

მწარე საკვები

მწარე წიწაკას კუჭის კედლისა და ლორწოვანი ნაწლავის დაზიანება შეუძლია, ზრდის მჟავის გამოყოფას. შედეგი შესაძლოა კუჭის წყლულით დასრულდეს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS