31 იანვარი, 2017
მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ცოცხლობენ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს
სტენფორდის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა განმარტეს, თუ რატომ ცოცხლობენ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საიდუმლო კოფეინშია, რომელიც ორგანიზმში ქრონიკული ანთების დონეს ადაბლებს.

სწორედ ეს არის სხვადასხვა ასაკობრივი დაავადებების ხელშემწყობი, მათ შორის სიმსივნის, ალცჰაიმერის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ოსტეოართრიტის.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა, ცხადყო, რომ ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიტები, რომელთა სისხლში ცირკულაცია თავისუფალი რადიკალების მომატებული აქტივობით ხდება, ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევენ.

თავის მხრივ კოფეინი და მისი მეტაბოლიტები ეფექტურად ებრძვიან ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიტების ანთებით პროცესებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS