გთავაზობთ მის მიერ შემოთავაზებულ ონლაინ კონსულტაციას, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ არ სურთ მამაკაცებს გარკვეულ ქალებთან ურთიერთობა:
1. რთულად "მისაწვდომი" ხართ
გაცნობის კუთხით ქალს მისაწვდომს ბევრი რამ ხდის - ამბობს ედვარდსი, თუცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩაცმულობაა, როგორ წარმოაჩენს თავს მოცემულ გარემოში, იღიმის თუ არა, როგორ კომპანიაშია, მთლიანობაში მისი სხეულის ენა დიდ როლს თამაშობს.
2. კომფორტის ზონიდან გამოსვლისთვის
მამაკაცი, რომელზეც ის ოცნებობს, მის კომფორტის ზონაში არ იმყოფება, რადგან მასთან შეხვედრის შემთხვევაში ის უნდა გააკეთოს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებს ან არ სურს გააკეთოს.
3. ძალიან ზედაპირული ხართ
მამაკაცებს ვიზუალური მინიშნებები სჭირდებათ. მნიშნელოვანი მხოლოდ ის არ არის, თუ რამდენად კარგია ქალი გასაცნობად, არამედ არის, თუ არა ურთიერთობისთვის საკმარისად გახსნილი. ხოლო, რაც თქვენ დახვეწილ მინიშნებად მიგაჩნიათ, შესაძლოა საერთოდ ვერ შენიშნოს. უფრო თამამად მიანიშნეთ.
4. თქვენი პანიკა თვალით კონტაქტის დროს
"ძალიან ხშირად შემინიშნავს, როგორ ცდილობს ქალი მამაკაცის მზერის დაჭერას, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, შიში იპყრობს. ეს არა მარტო ქალის გამომეტყველებას აფუჭებს, არამედ მამაკაცს არასწორ გზავნილს აწვდის, რომ თითქოს მისით არ ინტერესდება. იგივე ხდება, როცა ქალი ზედმეტად ჩაფიქრებულია. ამიტომ, ქალებო, უბრალოდ მოდუნდით".
5. ხელები გადაჯვარდინებული გაქვთ
ქალები ამ შეცდომას ხშირად უშვებენ და არ იციან, რომ სინამდვილეში ეს დამცავი მექანიზმი და იმის მიმანიშნებელია, რომ მოცემულ სიტუაციაში დისკომფორტს განიცდით.
6. თქვენი სხეულის ენა არამეგობრულია
რა არის სინამდვილეში მნიშნელოვანი? - ღიმილი, გახსნილი სხეულის ენა - როცა საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ მამაკაცს მიუახლოვდეთ, მოუსმინოთ და იმ მამაკაცისკენ შეტრიალდეთ, რომელიც მოგწონთ.
ანა გარელი