ჩინელები ამ დღესასწაულს მთელი 15 დღის განმავლობაში ზეიმობენ - უშვებენ ფეიერვერკებს და ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. ტრადიციის მიხედვით მეგობრები კვების პროდუქტებს ცვლიან, ხოლო ბავშებსა და ნათესავებს წითელ კონვერტში მოთავსებულ ფულს ჩუქნიან.
ახალ წელს ჩინელები ფერად პელმენებს ამზადებენ, რასაც ხის ჭურჭელში, ხის კოვზით მიირთმევენ, რათა არაფერი გატყდეს და დაზიანდეს, რაც ცუდის ნიშანია. სახლიდან უბედურების გადევნაში, ხოლო წარმატებისა და სიყვარულის მიზიდვაში გარკვეული აქსესუარები დაგეხმარებათ.
"წითელი ფერები! ქალები წითელ ლენტებს თმაში
მნიშვნელოვანია ახალ წლამდე ვალების გასტუმრებაც, უნდა შეიძინოთ ახალი ტანსაცმელი და სახლი დაალაგოთ.
ეს ის დროა, როცა უნდა დაფიქრდეთ, იოცნებოთ, ჩაიფიქროთ სურვილები და დაინახოთ თქვენი მომავალი ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოს.
ჩინეთში ლუწი რიცხვები უფრო ბედნიერ ციფრებად ითვლება. განსაკუთრებით უყვართ 8-იანი. ნიშნების თანახმად ის უსასრულობის ნიშანია და ხანგრძლივ სიცოცხლეს გჩუქნით.
ანა გარელი