ვერძი
თურმე ნუ იტყვით და, ვერძებს არაყი ყვარებიათ, რადგან არყის სიყვარული თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს აქვთ. ვერძებს კი ძალიან უყვართ თავგადასავლები. გარდა ამისა, არაყი ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისია და კარგი დროსტარების გარანტია.
კურო - ეს, როგორც წესი, ის ბიჭები და გოგოები არ არიან, ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავდავიწყებით გართობა უყვართ. მათ მეგობრული შეხვედრები და კარგად ჩაციებული ლუდი ყველაფერს ურჩევნიათ.
ტყუპი
თქვენ ხართ ტყუპი, ამიტომაც ხართ ჰიპერაქტიური და გიჟდებით დროსტარებაზე, მოძრაობასა და თავდავიწყებით ცეკვაზე. ამიტომაც თქვენი საუკეთესო მეკავშირე შეკრებების დროს ტეკილა იქნება. ტყუპი გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი წვეულება ზეიმად იქცევა და იქ არავინ მოიწყენს.
კირჩხიბი
კირჩხიბი მელანქოლიის ხშირი შემოტევებით არის ცნობილი. ჯინი იდუმალი სასმელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მის შესახებ სმენია, ბევრსაც უყვარს, ამ სასმელის ნამდვილი შემფასებლები ცოტანი არიან. ჯინი კირჩხიბებს ეხმარება, დარჩნენ იდუმალები და ამავე დროს, ექსტრავაგანტულები. ასევე, ის ძალიან სასიამოვნო დასალევია (ტონიკით - განსაკუთრებით!).
ლომი
ლომები ქარიზმატული ლიდერები არიან. ამიტომაც სასმელის არჩევა მათთვის პრესტიჟის საკითხია. ღვინოს კი, რა თქმა უნდა, თუ ის სწორად არის შერჩეული (ლომები ამ საკითხში შესანიშნავად ერკვევიან), შეუძლია, წარმოუდგენლად დიდი სიამოვნება მოუტანოს ადამიანს. ლომი უპირატესობას ანიჭებს მერლოს ან პინოს ჯიშის ძველ ღვინოებს. ეს ღვინოები არა მხოლოდ იმ ადამიანის გემოვნებას უსვამს ხაზს, ვინც მას ირჩევს, არამედ მის სოციალურ სტატუსსაც. იხილეთ სრულად