25 იანვარი, 2017
რატომ არის სიზარმაცე მითი - 7 ჭეშმარიტი დასკვა
შიშს ადამიანზე დიდი გავლენა აქვს, რასაც ხშირად სიზარმაცეს აწერენ.

თუ რაიმეს ვერ აკეთებთ, შეგიძლიათ მარტივად მიაწეროთ სიზარმაცეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ზარმაცი" - მხოლოდ მახასიათებელია, რაც ვერანაირად ვერ ხსნის რატომ არ აკეთებს ადამიანი იმას, რასაც მისგან მოელიან.

ფსიქოლოგებმა ტოპ-7 ფაქტორი დაასახელეს, რატომ არის სიზარმაცე მითი


წაგების შიში - ადამიანები არ ეძებენ უკეთეს სამსახურს, რადგან ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, თავს საკმარისად ჭკიანად არ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ვერ გაუმკლავდებიან. ხშირ შემთხვევაში ჯერდებიან შემდეგ ვარიანტს - სჯობს არ
ვცადო.

წარმატების შიში - ბევრს ქვეცნობიერად წარმატება აშინებს, რადგან სხვებისთვის ტკივილის მიყენება არ სურთ. ასე გაურბიან კონფლიქტს და ძველ ადგილზე რჩებიან. მაგალითად ცოლებს ხშირად აშინებთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა ქმარზე მეტი გამოიმუშაოს. მაშინაც კი, თუ საინტერესო მიზნები უჩნდებათ, თუმცა შიში სჭარბობს, ადგილს არ იცვლიან.

მზრუნველობის წყურვილი - ყველას გვსურს, მაგრამ ხშირად არ ვიცით როგორ მოვითხოვოთ ეს, ამიტომ თავს დაუცველად ვასაღებთ და სხვებს ვაიძლებთ ჩვენს ნაცვლად რამე გააკეთონ. ამას კი "ვინმეზე ზრუნვას" ვუწოდებთ.

მოლოდინის შიში - ხანდახან ადამიანები გაცნობიერებულად აყენებენ საკუთარ თავს დაბალ საფეხურზე, რათა სხვები მათ მიმართ მომთხოვნები არ იყვნენ. თავად ირგებენ "ზარმაცის" იარლიყს და ამით იშორებენ პასუხისმგებლობებს.

პასიური-აგრესიული კომუნიკაცია - ბევრ ჩვენგანს კონფლიქტები აშინებს და ნეგატიურ ემოციებს ძალიან ღრმად მალავს, თუმცა საბოლოოდ მაინც მჟღავნდება.

დასვენების აუცილებლობა - ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ ყოველთვის აქტიური და მოძრავი უნდა იყოს, ხოლო როცა ტვინი გადატვირთვის გამო აღარ უმუშავებთ - თავს "სიზარმაცით" ისჯიან. პროდუქტიულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ დასვენებას ნუ დაივიწყებთ.

დეპრესია - დეპრესიის საერთო სიმპტომები მოიცავს მოტივაციის არ ქონას, დაღლილობას ან ანჰედონიას (როცა ის, რაც მანამდე გახარებდა, აღარ გახარებს). ხშირად ისინი თავს "სიზარმაცისთვის" კიცხავენ, არ ესმით, რომ სინამდვილეში მკურნალობა სჭირდებათ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS