25 იანვარი, 2017
როგორ გავიგოთ რამდენად ნარცისია ადამიანი - ის ამ 3 ფრაზას გამოიყენებს
თანამედროვე სამყაროში ფსიქიატრია საკუთარი თავის სიყვარულს განიხილავს, როგორც პიროვნების ნარცისულ განწყობას. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ხშირად დიდ პრობლემებს ქმნის, ამიტომ იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ კონკრეტული ადამიანი ნარცისია, საშუალებას მოგცემთ დროულად დააღწიოთ მას თავი.

აი, რომელ 3 ფრაზას იყენებენ თვითკმაყოფილი ეგოისტები:

1. "მე ერთადერთი ვარ, ვინც ამ კომპანიას ამუშავეს, უჩემოდ ყველაფერს წყალი წაიღებს"

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შრომობს ის საკუთარი სამსახურისთვის, ყოველთვის მიაჩნია, რომ ყველაზე მეტს აკეთებს. ნარცისს გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, რადგან თავს ქრონიკულად დაუფასებლად და
დაიგნორებულად გრძნობს. უმრავლესობისგან განსხვავებით ის შექებისა და კარგად შესრულებული სამუშაოსგან სიამოვნებას ვერ იღებს. ყოველთვის ეძებს საბაბს, რომ შეახსენოს სხვებს როგორი შეუცვლელი და ყოვლისშემძეა.

2. "შენ არაფრად ღირხარ"

ნარცისები ხშირად პირდაპირი, სხვების მიმართ გაუაზრებელი საუბრითა და უხეშობით გამოირჩებიან. ადამიანების აბუჩად აგდების სურვილი თვითკმაყოფილებისგან მოდის - როცა თავს სხვებზე უკეთესად მიიჩნევთ და ფიქრობთ, რომ სხვებიც ანალოგიურად უნდა განეწყონ. სწორედ ამიტომ არწმუნებენ სხვებს, რომ არარაობები არიან.

3. "რატომ არ მყავს მეგობრები?"

თვითკმაყოფილი პიროვნება - გარშემო მყოფების კომპლიმენტებსა და მის მიმართ განსაკუთრებულად განწყობილ ადამიანებზეა დახარბებული. როცა ადამიანს მეგობრის ყოლა არ შეუძლია, ეს პიროვნების ყოვლისმომცველი ხასიათის დარღვევაა, როცა მას შეუძლია ყველაზე მარტივი ადამიანური ურთიერთობაც დაანგრიოს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS