23 იანვარი, 2017
გამხდარ მამაკაცებს ხშირად ქალიშვილები უჩნდებათ - თუ ოჯახი ბიჭზე ოცნებობს, მამამ წონის მოსამატებლად ბევრი უნდა ჭამოს
მეცნიერებმა გაარკვიეს რა კავშირია მამის წონასა და ბავშვის სქესს შორის. სტატისტიკური მონაცემების ანალიზით, ჩინელი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შევსებული მამაკაცებისგან ხშირად ბიჭები ჩნდებიან, გამხდრებისგან კი, გოგონები.

ამჟამად, მეცნიერებს სტატისტიკის შედეგების მიზეზის დადგენა არ შეუძლიათ, ისინი მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობიან. ასევე აღსანიშნავია, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს მშობლებს ბავშვის სქესზე ზემოქმედებმა შეუძლიათ. ამისთვის, მომავალი ბავშვის მამამ სხეულის წონა უნდა არეგულიროს. თუ ოჯახი ბიჭზე ოცნებობს, მამამ წონის მოსამატებლად ბევრი უნდა ჭამოს. ხოლო როცა გოგონა სურთ, მან კვების რაციონს უნდა
მიაქციოს ყურადღება და ნორმალური წონა შეინარჩუნოს.

მეცნიერები იმაზეც საუბრობენ, რომ მამაკაცმა ჭარბწონამდე არ უნდა მიაღწიოს, რადგან ეს მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ზედმეტი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, არტერიული წნევის მომატებას, ქოშინს და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას გამოიწვევს. ამიტომ, სასურველის მიღების შემდეგ, ექიმები წონაში დაკლებას გირჩევენ.

აქტიური ცხოვრების წესი და ფიზიკური დატვირთვა აჯანსაღებს ორგანიზმს და სხეული კარგ ფორმაში მოჰყავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჭარბი წონის დაკლების საუკეთესო საშუალება სირბილია. აუცილებელი არ არის მთელი ძალიხმევით ირბინოთ, საკმარისია თქვენი შესაძლებლობების 75 % გამოიყენოთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS