ასტროლოგების აზრით, პირველი ნეგატიური დღეები, 9-12 იანვარი უკვე გავიდა. ამ პერიოდში ადამიანები სერიოზული ავარიის, ბუნებრივი კატაკლიზმების, კონფლიქტებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკის წინაშე იდგნენ. თუმცა, იანვარში არის სხვა ნაკლებად
თებერვალი საბედისწერო და საკმაოდ რთული თვე იქნება. მოხდება როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები. რთული დღეებია - 7,8,10,11,12,15,18,22,25,26 და 27 თებერვალი.
მარტში, ზოგიერთ ქვეყანას ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ელის. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენი ძალისხმევისა და სურვილების დამოუკიდებლად. მძიმე დღეები იქნება - 1,2,3,11,12,14,17,18,20,22,27,28,30 მარტი.
აპრილში სიტუაცია დარეგულირდება. საშუალება მოგეცემათ დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. თვის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებაში წარმატებები გექნებათ, ახალი იდეები გაგიჩნდებათ და მათ განსახორციელებლად ძალა მოგეცემათ. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება მსხვილი შენაძენებისა და სხვა ფინანსური ოპერაციებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინოთ შემდეგ დღეებში - 4,8,9,10,11,14,23,26 და 28 აპრილს.
მაისის თვე მთლიანად წარმატებული იქნება. გაზაფხულის ბოლო თვე, პერსპექტიულ კონტაქტებს გპირდებათ - როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში. ასევე კარიერულ და შემოქმედებით წინსვლას მოგიტანთ. გლობალური თვალსაზრისით, მსოფლიოში საერთაშორისო მდგომარეობა გაუმჯობესდება. არახელსაყრელი დღეებია - 6,8,10,11,25,26,27 და 29 მაისი.
ივნისის ბოლოს პოზიტიური განწყობა ჩამოქვეითდება. შესაძლოა, ეკონომიკური არასტაბილურობა დაბრუნდეს. რთული დღეებია - 4,9,10,12,15,23,24,25,28 და 30 ივნისი.
ივლისი მოგზაურობისა და საინტერესო მოვლინებების თვე იქნება. ეკონომიკისთვის ნეიტრალური პერიოდია. კარგი დროა უთანხმოებისა და ძველი კონფლიქტების დაბალანსებისთვის. ნეგატიური დღეები - 1,2,8,9,10,17,18,20,22,23 და 27 ივლისი.
აგვისტოში ეკონომიკური პრობლემები კვლავ დაბრუნდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ ავარიულ სიტუაციებს. სერიოზული პრობლემები შესაძლოა - 3,4,6,7,8,15,21,24,28 და 29 აგვისტოს შეგექმნათ.
სანაცვლოდ სექტემბერში კრიზისული პერიოდი კვლავ დასტაბილურდება. ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. ერთადერთი საშიშროება, მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოლოგიური ავარიებია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ - 3,5,6,12,14,19,20,21,27,28 და 29 სექტემბერს.
ოქტომბერსა (4,5,8,9,10,11,19 რიცხვების გარდა) და ნოემბერში (1,2,4,18,19,23,26,28,29 რიცხვების გარდა) საკეთილდღეო ცვლილებები იქნება - გელით პირადი გამარჯვებები, ურთიერთობის დალაგება და კარიერული წინსვლა. გაიზრდება ნავთობის ღირებულება, რაც მსოფლიო ბაზარზე ახალ ურთიერთობებს დაუდებს საფუძველს.
2017 წლის დეკემბერი საკმაოდ დაძაბული იქნება. გახშირდება ავარიები, ტრავმები, კონფლიქტები და აფეთქებები. ყველაზე რთული თარიღები იქნება - 1,3,9,18,21,22 და 25 დეკემბერი. სტაბილურობა საახალწლო დღესასწაულებამდე მოვა. 2017 წელი საკმაოდ მშვიდად დასრულდება.
ანა გარელი